ანდროიდმა ადამიანს კოსმოსში ჩამოართვა ხელი

 საერთაშორისო კოსმოსური სადგურის(სკს) მეთაურმა დანიელ ბიორბენკმა და ეკიპაჟის უშტატო წევრმა ”რობონავტ-2”-მა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, რითაც უცნაური მანქანის საგამოცდო ციკლის დაწყება აღინიშნა(ვიდეო).

 წინა კვირას მომხდარ ხელის ჩამორთმევას ნასა ისტორიულს უწოდებს. ჰუმანოიდური(ადამიანის მსგავსი) ”რობონავტ-2” მზად არის დაეხმაროს ადამიანებს.

 თავისი ”განცდების შესახებ” რობონავტი პირდაპირ ეთერში და ტვიტერზე აკეთებდა მოხსენებას, მან ჟესტების ენაზეც მოგვმართა – ”Hello World”.

 შეგახსენებთ, რომ ასტრონავტების კიბერნეტიკული დამხმარე სკს-ზე 1 წლის წინ მოხვდა, თუმცა, მხოლოდ 2011 წლის ოქტომბერში ჩართეს პირველად, საგამოცდო ვადა 15 თებერვლამდე გაგრძელდა და ხსენებული ხელის ჩამორთმევით დამთავრდა.

 ამ მოვლენის მერე რობონავტი გამორთეს. უახლოეს მომვალში მას გაცილებით რთული სატესტო ამოცანების შესრულება მოუწევს, მათ შორის მუშაობა იმიტირებულ მართვის პულტზე.

 ინჟინრები და მეცნიერები შეამოწმებენ, შეძლებს თუ არა ანდროიდი თავის ”გრძნობებზე”(მათ შორის მანქანურ ხედვაზე) დაყრდნობით სხვა და სხვა ტუმბლერების სწორად გადართვას. ”რობონავტ-2” არა მარტო ასრულებს დავალებებს, არამედ დამოუკიდებლად ხვდება, ჩაირთო თუ არა ესა თუ ის სისტემა ჩატარებული ქმედების მერე.

 ნასას წარმომადგენლები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როდის შეასრულებს რობონავტი რეალურ დავალებებს.

httpv://www.youtube.com/watch?v=rXadFVbtEkI

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.