ახალშობილები კუროს თანავარსკვლავედში

 ასტრონომები ახალი პლანეტების დაბადების პროცესს აკვირდებიან, რომელიც კუროს თანავარსკვლავედის ახალგაზრდა ვარსკვლავთან მიმდინარეობს(NRAO).

 „ამ ახალგაზრდა სისტემაში მზის ორეულის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ყველა კომპონენტია“ – თვლის ასტროფიზიკოსი ჯონ თობინი, რომელიც კუროს ვრცელ ღრუბელს სისტემა L1527 IRS-ში იკვლევს. ცნობილთა შორის ეს შეიძლება ყვეალზე ახალგაზრდა სისტემა აღმოჩნდეს: 300 ათს წელზე ნაკლები ასაკის, ჩვენზე გაცილებით ახალგაზრდა – მზის სისტემა თავისი არსებობის 4,6 მილიარდ წელს ითვლის. „ის შეიძლება კიდევ უფრო ახალგაზრდა აღმოჩნდეს, ყველაფერი საწყის ეტაპებზე ნივთიერებების დაგროვების სიჩქარეზეა დამოკიდებული“ – ამბობს თობინი(ვარსკვლავი).

 დედამიწიდან 450 სინათლის წლის მანძილზე მდებარე L1527 IRS-ის პროტოვარსკვლავი მზეზე ხუთჯერ მსუბუქია. თუმცა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვარსკვლავი ახლო გარემო სივრციდან მატერიას მიიზიდავს და მზეს გაუთანაბრდება: ღრუბელში ამისათვის საჭირო რაოდენობის მასებია. ჯერჯერობით კი L1527 IRS ჩვენათნ ყველაზე ახლოს მდებარე ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სისტემად რჩება.

 დაკვირვებებმა, რომლებიც რადიოტელესკოპებით ჩატარდა, პროტოვარსკვლავის გარშემო სქელი გაზურ-მტვროვანი ღრუბელი გამოავლინა, მხუთავი გაზის( СО) დიდი რაოდენობით. მეცნიერებმა ამ მატერიის დისკოს ცალკეული ნაწილების ბრუნვის სიჩქარის დადგენა შეძლეს. ეს სიჩქარე კეპლერის მესამე კანონს ემორჩილება, რომელიც პლანეტების ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეებს აღწერს.

 ეს ფაქტი, მეცნიერთა აზრით, მნიშვნელოვანი მარკერია იმისა, რომ სისტემა ვითარდება და იქ მალე პლანეტები გაჩნდებიან. „ჩვენ ამ სისტემას მზის სისტემის ბავშვობას ვადარებთ“ – დასძენს ჯონ თობინი(ჰიპოთეზა გაზურ-მტვროვანი ღრუბლის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.