ექსპერტები 2013-ში დედამიწის ორეულის აღმოჩენას გვპირდებიან

 მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში მეცნიერებმა უკვე ბევრი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს, იმ უამრავი თვისებებით რაც სიცოცხლისთვისაა აუცილებელი, 2013-ში ისინი პირობას გვაძლევენ, რომ სიცოცხლისათვის ნამდვილად თავსებად პლანეტას იპოვნიან.

 პუერტო რიკოს პლანეტარული დაკვირვებების ხელმძღვანელმა აბელ მენდესმა განაცხადა, რომ ის პოზიტიურად არის განწყობილი და იმედს უსახავს ყველას, მომავალ წელს მათ ექნებათ დიდი აღმოჩნა – ახალი დედამიწა.

 ასტრონომებმა პირველი ეკზოპლანეტა 1995 წელს აღმოაჩინეს და ამ ხნის განმავლობაში, სულ 800 ასეთი პლანეტაა ნანახი, უამრავი კანდიდატი კი გამოსაკვლევი. თუმცა აქედან, ამ აღმოჩენილ პლანეტათაგან, მხოლოდ 80-ია პოტენციურად დედამიწის მსგავსი. რაც უფრო მეტი დრო გადის მეცნიერები კიდევ უფრო აუმჯობესებენ ტექნიკას, რაც მათ ახალი აღმოჩენების რეალურ შანსს აძლევთ.

 გასულ დეკემბერს „კეპლერმა“ პლანეტა აღმოაჩინა, დედამიწაზე 2,4-ჯერ დიდი, რომელიც თავისი ვარსკვლავის გარშემო სიცოცხლისათვის თავსება ზონაში ბრუნავს. შესაძლებელია იქ წყალი იყოს და არ არის გამორიცხული – სიცოცხლეც. ეს მხოლოდ დროის ამბავია ამბობს მენდესი, მალე დადგება დრო, როცა ჩვენ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობების მქონე პლანეტას აღმოვაჩენთ.

 პლანეტებზე მონადირეებს ჯერათ, რომ აც თუ ისე შორეულ მომავალში ადამიანები მზის სისტემის ფარგლებს გარეთ გასვლას და შპრეული კოსმოსისა და პლანეტების კვლევას შეძლებენ.

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.