ერთი პლანეტის ოთხი ”მზე”

 ახალი პლანეტების აღმოჩენა, მარტო პროფესიონალების პრეროგატივა არაა. ასტრომოყვარულები მათი რიცხვის ზრდას აგრძელებენ, ახლახანს კი უნიკალური ეკზემპლარიც აღმოაჩინეს: პლანეტა, რომელსაც ერთბაშად 4 ვარსკვლავი აქვს(NASA).

პლანეტა РН1-ის იდენტიფიცირება მეცნიერების მოყვარულებმა მოახდინეს, რომლებიც საერთაშორისო პროექტ Planets Hunters-ში იღებენ მონაწილეობას. აქ დაუმუშავებელი ინფორმაცია მოდის, რომელსაც პლანეტებზე საუკეთესო მონდირე, ორბიტალური ტელესკოპი ”კეპლერი” აგზავნის. ამ მონაცემების ანალიზი ყველას შეუძლია, ვინც პროექტში მოხალისედ იღებს მონაწილეობას და თავისუფალ დროს ამ სამუშაოზე ხარჯავს.

 ასეთ სამუშაოს კარგი შედეგები აქვს, ერთ-ერთი მათგანი კი უჩვეულო РН1-ია. ის ჯერად ვარსკვლავურ სისტემაში არსებული პლანეტის იშვიათი მაგალითია, რომელიც ორი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. თან არა უბრალოდ იშვიათი შემთხვევა, არამედ უიშვიათესი: РН1-ის ორმაგი სისტემა, სხვა ორმაგი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს.

 თვითონ РН1, ნეპტუნზე ოდნავ დიდი გაზის გიგანტია და წყვილის გარშემო ერთ ბრუნს 137 დღე ანდომებს. ხოლო მისი ორბიტიდან შორს, 900-ჯერ შორს, ვიდრე დედამიწიდან მზემდე, სისტემას, ვარსკვლავთა მეორე წყვილი შემოუვლის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.