პულსარი ცვლადი ხასიათით

ევროპელმა ასტრონომებმა პირველად აღმოაჩინეს პუსლარი, რომელსაც თავისი მუშაობის რეჟიმის ცვლილება რამდენიმე დღეში შეუძლია: რადიოპულსარიდან რენტგენის წყაროდ გადაქცევითა და პირიქით(Nature).  ობიექტი, სახელად IGR J18245-2452, დედამიწიდან 18 ათასი სინათლის წლის მანძილზე, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. პირველად ის 2005 წელს აღმოაჩინეს, როგორც მილიწამიანი რადიოპულსარი. ეს ობიექტები ნეიტრონული ვარსკვლავები არიან, რომლებიც თავისი ღერძის გარშემო ასეულობით(ან ათულობით) ბრუნს აკეთებენ წამში(1). მძლავრი მაგნიტური ველის ბრუნვის ხარჯზე ისინი სტაბილურ რადიოსიგნალებს ასხივებენ და ზოგჯერ მათ ”სამყაროს რადიოშუქურებსაც” კი უწოდებენ(მაგნეტარი; კვაზარი).

 2014 წლის ზაფხულში ორბიტალური ”ჩანდრას” საშუალებით რენტგენის გამოსიხვების მძლავრი ანთება იქნა დაფიქსირებული, იგივე რაიონში, სადაც ადრე რადიოპულსარი იქნა აღმოჩენილი. თანამედროვე წარმოდგენებით, ასეთ ანთებებს ვარსკვლავური წყვილები იწვევენ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნეიტრონული ვარსკვლავია, ხოლო მეორე ჩვეულებრივი ვარსკვლავი, რომელიც თავისი მატერიის ნაწილს პარტნიორს გადასცემს. ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირისკენ ნივთიერებების ვარდნისას მის გარშემო (აკრეციული)დისკო წარმოიქმნება, რომელშიც ეს ნივთიერებები მაღალ ტემპერატურებამდე ცხელდებიან და რენტგენის დიაპაზონში ასხივებენ. ითვლება, რომ ეს პროცესი მანამდე მიმდინარეობს, სანამ ნეიტრონული ვარსკვლავი მისთვის ხელმისაწვდომ მატერიას მთლიანად შთანთქავს და რადიოპულსარად არ გადაიქცევა.

 ახალი ნამუშევარშის მიხედვით, 2005 წელს აღმოჩენილი პულსარი და 2013 წლის რენტგენული პულსარი ერთი და იგივე ობიექტია, რომელსაც ერთი რეჟიმიდან მეორეში გადასვლა შეუძლია. როგორც ჩანს ეს გადასვლები დონორი ვარსკვლავიდან ნივთიერებათა მიწოდებით რეგულირდება, თუმცა როგორ, ჯერჯერობით გაურკვეველია.

 ასტრონომთათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პულსარი, SGR J1745-2900, ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის(მშვილდოსნის А*) ახლოს მდებარეობს(ინტერვიუ ზემასიური ხვრელის მეზობელთან). მისი გამოსხივების ანალიზით მეცნიერებმა ირმის ნახტომის ყველაზე მასიური ობიექტის ახლო სივრცეში არსებული მაგნიტური ველის თვისებები დაადგინეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.