”ცნობისმოყვარეს” დაჯდომის ადგილი მდიდარი აღმოჩნდა წყლით

 ნასას სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ მარსმავალ ”ცნობისმოყვარეს” დაჯდომის ადგილი წყლით არის მდიდარი. ანალიზმა, რომელიც მარსმავალზე დამონტაჟენული მოწყობილობით ჩატარდა, აჩვენა, რომ გრუნტი ორ პროცენტზე მეტ წყალს შეიცავს. გარდა ამისა, გეოლოგიური თვალსაზრისით გრუნტი გაცილებით მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე მკვლევარები მოელოდნენ(Science).
_მეცნიერები იუწყებიან, რომ ქვიშის, მტვრისა და თიხის სინჯებში წყლის გარდა ნახშირმჟავა გაზიც აღმოჩნდა, ასევე გოგირდისა და ჟანგბადის ნაერთები. მარსმავალმა სინჯები 850 გრადუსამდე გააცხელა, ხოლო გამოყოფილი გაზები მასსპექტრომეტრით, ლაზერული სპექტრომეტრითა და გაზების ქრომატოფრაფით გამოიკვლია. გამოყენებული იყო რენტგნული სპექტრომეტრიაც, კიურიუმ -224-ის რადიოაქტიური დაშლისას(ბირთვული დაშლა და სინთეზი) წარმოქმნილი რენტგენის სხივებით საანალიზო გაზების დასხივებით.
_გეოქიმიკოსები ერთმნიშვნელოვან პასუხს იმის შესახებ, იყო თუ არა სიცოცხლე მარსზე ჯერჯერობით ვერ იძლევიან. ნიმუშებიდან გაცხელებისას გამოყოფილი ჟანგბადი მათში პერქლორატების დაშლაზე მიუთითებს. ადრე ეს ნივთიერება მარსზე ზონდმა ”სფინქსმაც” (Phoenix – მარსის ორბიტალური მზვერავები; სიცოცხლე მარსზე) აღმოაჩინა და მას სიცოცხლის გაჩენისათვის ხელისშემშლელ კომპონენტად თვლიან. ნახშირორჟანგი, როგორც მეცნიერები წერენ, უფრო არაორგანული რკინის მარილებისგან გამოიყო, კარბონატებისგანაც, ამოტომ ვერც ის იქნება რაიმე ორგანულის კვალის მიმანიშნებელი. კარბონატები უფრო იმით არის საინტერესო, რომ ისინი ჩვეულებრივ, წყლის თანაობისას ფორმრიდებიან, ამიტომ ახალი ანალიზები წინამარსმავლების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს ადასტურებენ: წითელ პლანეტაზე დანალექი ქანები მართლაც არსებობენ.
_ორგანული წარმოშობის კვალის აღმოჩენაზეც იყო ლაპარაკი, თუმცა, როგორც მკვლევარები წერენ, მათი მარსული წარმომავლობა ჯერჯერობით საეჭვოდ რჩება, კვალის დამზერა მოწყობილობაში, დედამიწაზე ყოფნისას დაბინძურებით შეიძლება იყოს გამოწვეული, გულდასმით ჩტარებული სადეზინფექციო სამუშაოების მიუხედავად(მარსული გრუნტის სინჯები შეიძლება ტეფლონით დანაგვიანდეს). მარსული ნიმუშებიდან გამოყოფილ აგრესიულ პერქლორატებს ამ ორგანულ დაბინძურებასთან შეეძლო რეაქციაში შესვლა, აქროლადი პროდუქტების გამოდევნით, რაც სპექტრომეტრის მგრძნონიარე ინსტრუმენტებმა დააფიქსირეს(ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…).
_მიკროსკოპულმა კვლევამ და რენტგენულმა სპექტროსკოპიამ აჩვენა, რომ ”ცნობისმოყვარეს”(ყველაზე მაგარი მანქანა…) დაჯდომის ადგილზე არსებული ქვიშები ბაზალტისგან არის წარმოქმნილი. გელოგთა თქმით, ანალოგიური ქვიშა ”სპირიტისა” და ”ოპორტუნიტის” დასხდომის ადგილზეც აღმოჩნდა, როგორც ჩანს, მარსული ქანები საკმაოდ ერთგვაროვანნი არიან. ამავე დროს უშუალოდ ახალი მარსმავლის მუშაობის ადგილზე ქვიშისა და მის ქვეშ არსებული ქანები(ნეიტრონული სკანირებით დადგინდა) ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
_მეცნიერებმა ჯერჯერობით წარმოადგინეს მონაცემები, რომლებიც მარსმავლის მუშაობის პირველი 100 დღის განმავლობაში დაგროვდა. მათ გვიჩვენეს, რომ ამ პლანეტაზე 2012 წელს გადასხმული რთული ლაბორატორია, სვხადასვა ინსტრუმენტებით ბორტზე, სპეციალისტების ჩანაფიქრებს ამართლებს და მათაც იმის სარწმუნო მტკიცებულებები მიიღეს, რომ მარსული ქანები ნამდვილად შეიცავენ წყალს. შემდგომმა კვლევებმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, იყო თუ არა ეს წყალი სიცოცხლის გაჩენისათვის ვარგისი(იხილეთ კატეგორია მარსმავლები; წყალი მარსზე: მტკიცებულება ”ცნობისმოყვარესგან”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.