ქამელეონი უცხოები

 უფოლოგები მეტამორფოზის უნარის მქონე უცხოპლანეტელებზე ალაპარაკდნენ, ანუ არსებებზე, რომლებსაც გარეგნობის მომენტალური შეცვლა შეუძლიათ.

 ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ჯოზეფ თერნერი, თენესის შტატის ტექნოლოგიური სკოლის საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ამტკიცებს, რომ ასეთი უნარის მქონე ჰუმანოიდები დიდი ხანია ჩვენს შორის არიან.

 მათ, ადამიანების ცნობიერებიდან ვიზუალური წარმოსახვების წაკითხვა და მათზე მორგება შეუძლიათ. სტატიაში ასეთი ”მორგების” მაგალითიც არის მოყვანილი, რისი მოწმეც ათეულობით ადამიანი გახდა.

 2012 წელს ლინდასა და მეთიუ ლოგანოს ქორწილში, რომელიც ა.შ.შ-ს შტატ დენვერში ჩატარდა, სტუმართა შორის პატარძლის ორი ნათესავიც იყო, რომლებიც ახალი ზელანდიიდან ჩამოვიდნენ(რა მოტივებზე გადაიღეს ”კონვერტი”?). მათი ქცევის მანერები ყველას თავიდანვე უცნაური მოეჩვენა.

 როგორც ჩანს, მათ ელემენტარული რაღცეები არ იცოდნენ. ზოგს მათი სახეები გაყინული ეჩვენებოდა, ზოგს კი გადაჭარბებულად ემოციური(ნამდვილად ბალახის ამბავია 🙂 ). ფოტოგრაფირებას გაურბოდნენ, ხოლო იმ ფოტოებზე, რომლებზეც მოხვდნენ, მათი სახეები გადღაბნილად ფიქსირდებოდა(ფოტოაპარატსაც ტვინი აქვს?!).

 პატარძალმა ახალ ზელანდიაში დარეკა, ნათესავებმა კი უპასუხეს, რომ ამერიკაში გამომგზავრებაზე არც კი უფიქრიათ(უღირსები 🙂 ).

 ამასობაში, უცხოები სახლში შევიდნენ. ახალდაქორწინებულთა შეშფოთებული(რაც დასავლეთში ნამდვილად ეხერხებათ 🙂 ) ნათესავები მათ გაყვნენ. მოსამსახურეს თქმით, ეს წყვილი სასტუმრო ოთახში შევიდა და უკან არ დაბრუნებულა. არც კარზე დაკაკუნებას გამოეხმაურა ვინმე. კარები ძალით გააღეს, თუმცა ოთახში არავინ დაუხვდათ. ფანჯრებიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

 კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ მათი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი იქვე ეწყო, ხოლო სტუმრები არსად ჩანდნენ. ახლადდაქორწინებულებმა უძილო ღამე გაატარეს(ასეც უნდა ყოფილიყო 😉 ), ეჩვენებოდათ, რომ მათ ოთახში ვიღაც იყო.

 ჯ. თერნერის აზრით, ქორწილს ორი უცხოპლანეტელი-ქამელეონი ესტუმრა. მათ ახალზელანდიელი ნათესავების გარეგნობა(ან ვინმე სხვა ადამიანების) მიიღეს, ხოლო მიხვდნენ რა, რომ ”გაშიფრეს”, ტანსაცმელი გაიხადეს და უხილავები გახდნენ, ღამე, ახლადდაქორწინებულთა ოთახშიც ისინი იმყოფებოდნენ(ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.