უჩვეულო ხმები სტრატოსფეროში

 ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც ნასასთან თანამშრომლობენ, სტრატოსფერული საჰაერო ბურთი გაუშვეს – სტრატოსტატი, აღჭურვილი მაღალი მგრძნობელობის ინფრაბგერული მიკროფონებით, რომელთაც სიხშირეთა საკმაოდ ფართო სამუშაო დიაპაზონი გააჩნია. იმ მომენტში, როცა სტრატოსტატმა 37 კილომეტრამდე სიმაღლეს მიაღწია, ატმოსფეროსა და კოსმოსის ზღვარს, მიკროფონებმა ინფრაბგერული ტალღები დააფიქსირა, რომელთა სპექტრულმა ანალიზმა მათში უჩვეული სტვენა, შიშინი და ხმაურის სხვა ტიპები გამოავლინა.

 ჰელიუმით ავსებული სტრატოსტატი, ნიუმექსიკოს ერთ-ერთი უდაბნოდან იქნა გაშვებული, პროექტის ჩარჩოებში – მაღალი სიმაღლეების სტუდენტური პლატფორმა (HASP). ზედაპირის მიმართ მან 725 კილომეტრი იფრინა და მაქსიმალურ სიმაღლზე, 37 კილომეტრზე ავიდა. ასეთ სიმაღლეზე ინფრაბგერების ჩაწერა ისტორიაში პირველად, სწორედ ამ პროექტით განხორციელდა.

 ინფრაბგერების ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება ისაა, რომ მათ ძალიან დიდ მანძლებზე გავრცელება შეუძლია. იმის გამო, რომ ეს სიხშირე 20 ჰერცზე დაბალია, რის გამოც ადამიანის ყურის მიერ საერთოდ არ აღიქმება, სტრატოსფეროს ხმის მოსასმენად მეცნიერებს ჩანაწერის სწრაფად გაშვება მოუხდათ, რის დროსაც მათ უამრავი უჩვეული ხმები გაიგონეს.

 ამ ხმების წყარო უცნობია, ეს შეიძლება იყოს შტორმები, მიწისძვრები და ძლიერი ქარები, ან ქარზე მომუშავე გენერატორების ფრთების ხმა, ან თვით სტრატოსტატისგან გამოწვეული ხმაური.

 კიდევ ერთი, კიდევ უფრო მაღალი მგრძნობელობის მიკროფონებით აღჭურვილი „აკუსტიკური“ საჰაერო ბურთის გაშვება, წელსვე განხორციელდება. სტრატოსტატი მეტ ხანს გაჩერდება ატმოსფეროში, მეტ ჩანაწერებს გააკეთებს, რომელთა ანალიზით, ყოველი ცალკეული ხმის წყარო დადგინდება.

 2016 წლიდან, 50-ზე მეტი სტრატოსფერული ბურთი იქნა გაშვებული. თავდაპირველად, მკვლევარებმა ვულკანური ამოფრქვევის ხმები შეისწავლეს, მაგრამ შემდეგ სხვა ხმაურებზეც გადაიტანეს ყურადღება. კერძოდ, მათ აღმოაჩინეს უცნაური განმეორებითი ხმა, გუგუნის მსგავსი, რომელიც საათში რამდენჯერმე ისმის. მისი წყაროს მიკვლევა შეუძლებელია, განსხვავებით ყველა სხვა ხმისგან, რომლებიც ჩაწერილია მოწყობილობების მიერ. ამის შესახებ მკვლევარებმა ამერიკის აკუსტიკური საზოგადოების 184-ე შეხვედრაზე განაცხადეს.

 არსებობს გარკვეული ვარაუდები ამ ხმის წარმოშობის შესახებ. ერთი ვერსიით, ეს შეიძლება იყოს ატმოსფერული ტურბულენტობის უცნობი ფორმა. გარდა ამისა, ხმაური შეიძლება იყოს ამოუცნობამდე დამახინჯებული ექო. თუმცა, გაუგებარია, რატომ მეორდება ხმები პერიოდულად. ამიტომ, მათი წარმოშობის შესახებ დასკვნების გაკეთება ნაადრევია.

 მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მაინც შეძლებენ ნათელი მოჰფინონ სტრატოსფეროში არსებულ იდუმალ ხმებს. აღსანიშნავია, რომ სტრატოსფეროს შესწავლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის შეიცავს ოზონის ფენას (NASA-ს მიერ დაფინანსებული გარემოსდაცვითი ქსელი, ოზონის დამშლელი ნივთიერებების გამოყოფას ადევნებს თვალყურს), რომელიც დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს საშიში ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს (ყველაზე დიდი სიმძლავრის ბგერები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაფიქსირდა; მართალია, რომ დედამიწის სიღრმეებში მიკროფონებმა უცნაური ხმები დააფიქსირა? (თემური); პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.