ყველაზე დიდი სიმძლავრის ბგერები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაფიქსირდა

 11 მარტს იაპონიაში მომხდარი 8,9 ბალიანი მიწისძვრის დროს გაჩნდა ბგერა, რომელიც კაცობრიობის მიერ აქამდე დაფიქსირებულთა შორის ყველაზე მაღალი იყო. სპეციალისტთა ანგარიში გამოქვეყნდა პორტალ OurAmazingPlanet-ზე. მკვლევარებმა შეძლეს ჩაეწერათ ხმა, წარმოქმნილი მიწის ქვეშა ბიძგების დროს, როცა ერთი ლითოსფერული ბაქანი მეორეს ქვეშ მოექცა – ამ შემთხვევაში წყნარი ოკეანის ბაქანი წავიდა ჩრდილო ამერიკულის ქვეშ. ეს დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 2011 წლის 11 მარტს 14:46 ადგილობრივი დროით. ეპიცენტრი მდებარეობდა ოკეანეში, 130 კილომეტრში ქალაქ სენდაიდან. მიწისძვრამ გამოიწვია ძლიერი ცუნამი, რომელმაც კუნძულებზე არსებული ბევრი შენობა დაანგრია.  მათ შორის დაზარალდა ატომური ელექტროსადგური ”ფუკუსიმა-1”. ახლახანს სადგურის მიმდებარე ტერიტორიას მაქსიმალური საშიშროების დონის სტატუსი მიენიჭა. უკანასკნელი მონაცემებით დაიღუპა 14 ათასი ადამიანი, ამდენივე ითვლება დაკარგულად.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.