მზის სისტემის შესწავლასთან ერთად, ვაცნობიერებთ, რომ დედამიწა უნიკალურია. მხოლოდ ჩვენs პლანეტაზე იყო თხევადი წყალი; მხოლოდ აქ არის რთული, მრავალუჯრედიანი სიცოცხლე, რომლის დანახვა ორბიტიდანაც შეიძლება; მხოლოდ აქ იყო დიდი რაოდენობით ატმოსფერული ჟანგბადი. სხვაგან, მხოლოდ მიწისქვეშა წყელბი ან მისი ძველად არსებობის კვალი შეიძლება მოიძებნოს, ალბათ, ერთუჯრედიანი არსებებისაც. სიცოცხლე რომ გაჩნდეს, დედამიწის ტიპის პლანეტა და შესაბამისი პირობები სულაც არ არის აუცილებელი. ბოლოდროინდელი აღმოჩენებიდან გამომდინარე, მეცნიერები ამბობენ, რომ არც პლანეტაა აუცილებელი. სიცოცხლე, ვარსკვლავური სივრცის სიღრმეებშიც შეიძლება იმალებოდეს.
რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, სიცოცხლისათვის მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ინგრედიენტია აუცილებელი: რთული მოლეკულა ან მოლეკულათა ნაკრები, ინფორმაციის კოდირების უნარით, იყოს ორგანიზმის მამოძრავებელი ძალა და შეასრულოს ენერგიის მიმღებისა და შემნახველის ფუნქცია, მისცეს მას სამუშაო მიმართულება, შეძლოს თავისი თავის კოპირება და მომავალ თაობას კოდირებული ინფორმაცია გადასცეს.
ცოცხალსა და არაცოცხალს შორის არსებული განსხვავება ბოლომდე დადგენილი არ არის; ბაქტერიები ცოცხლების სიაშია, კრისტალები – არა, ვირუსები ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.
აქაური ოკეანეებით შექმნილი წყლიანი გარემო სიცოცხლის ჩასახვისთვის იდეალურია, მაგრამ ჩასახვისთვის საჭირო ნივთიერებებს მთელ კოსმოსში ნახულობენ. ვარსკვლავები, მათი ზეახლად აფეთქებები, ნეიტრონული ვარსკვლავების შეჯახება, ნივთიერებათა მასების ამოფრქვევა, წყალბადისა და ჰელიუმის თერმობირთვული წვა, ქიმიური ელემენტებით ამარაგებს სამყაროს – ნახშირბადი, აზოტი, ჟანგბადი, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, მაგნიუმი, ქლორი, ყველაფერი რაც სიცოცხლეს ესაჭიროება. ადამიანის ორგანიზმის 95,5% ამ ელემენტებისგან (და წყალბადისგან) შედგება (როგორ გაჩნდა ქიმიური ელემენტები?).
საინტერესო ორგანულ კონფიგურაციაში ამ ელემენტების გასაერთიანებლად, ენერგიის წყაროა საჭირო. აქ, მზე გვაქვს, თუმცა ჩვენs გალაქტიკაში მილიარდობით ვარსკვლავია და უამრავი ენერგიის წყარო მათ შორის. ნეიტრონული ვარსკვლავები, თეთრი ჯუჯები, ზეახლების ნარჩენები, პროტოპლანეტები (პირველი, პირველადი, პირველდაწყებითი) და პროტოვარსკვლავები, ნისლეულები და სხვა, რაც ჩვენს და სხვა გალაქტიკებს ავსებს. ვარსკვლავთშორისი გარემოს კვლევისას ყველა სორტის რთული მოლეკულები გვხვდება. ამინომჟავები, შაქრები, არომატული ნახშირწყლები, ეგზოტიკური კომპონენტებიც კი, როგორიც არის ეთილფორმიატი: მოლეკულა, რომელიც დამახასიათებელ სუნს სძენს ჟოლოს (კოსმოსის სუნი, ირმის ნახტომის გემო და სხვა საინტერესო ფაქტები).
აფეთქებული ვარსკვლავების ნარჩენებში ფულერენებიც (С60) კი აღმოაჩინეს (მეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირვა). დედამიწას თუ დავუბრუნდებით, ამ ორგანულ მასალას სრულიად არაორგანულ გარემოში აღმოვაჩენთ: კოსმოსიდან დედამიწაზე ჩამოვარდნილ მეტეორიტებში. დედამიწაზე 20 სხვადასხვა ამინომჟავა არსებობს, რომლებიც ბიოპროცესებში თავიანთ როლს თამაშობენ. თეორიულად, ცილების შემადგენელ ყველა ამინომჟავას ერთნაირი სტრუქტურა აქვს, R-ჯგუფის გარდა, რომელიც სხვადასხვა ატომებისგან შეიძლება შედგებოდეს, სხვადასხვა კომბინაციებით. დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შემადგენელი ოცივე ამინომჟავის მოლეკულებს მარცხენა ქირალურობა აქვს. ასტეროიდების ნარჩენებში კი 80-ზე მეტი სხვადასხვა ამინომჟავა შეიძლება მოიძებნოს, მარცხენა და მარჯვენა ქირალურობით, ტოლი რაოდენობით (არამიწიერი ქირალური მოლეკულები).
ახლანდელ უმარტივესსა და დედამიწაზე პირველად გაჩენილ უფრო რთული სიცოცხლის ფორმებს თუ შევადარებთ, საინტერესო კანონზომიერებას შევამჩნევთ: ორგანიზმის გენომში ჩაკოდირებული ინფორმაცია, სირთულის მატებასთან ერთად იზრდება. მუტაციები, ასლები და სიჭარბე თავის თავში ინფორმაციას აგროვებს. დროში უკან თუ დავბრუნდებით, აღმოვაჩენთ:
- 0,1 მილიარდი წლის წინათ, ძუძუმწოვრებს 6 х 109 წყვილი ფუძე გააჩნდა.
- 0,5 მილიარდი წლის წინათ, თევზებს – დაახლოებით 109 წყვილი ფუძე.
- 1 მილიარდი წლის წინათ, ჭიებს – 8 х 108 წყვილი ფუძე.
- 2,2 მილიარდი წლის წინათ, ეუკარიოტებს – 3 х 106 წყვილი ფუძე.
- 3,5 მილიარდი წლის წინათ, პროკარიოტებს, სიცოცხლის პირველ ფორმებს – 7 х 105 წყვილი ფუძე.
დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა ან 100 000-იან წყვილთა სირთულით დაიწყო პირველ ორგანიზმში, ან მილიარდობით წლის წინ დაიწყო გაცილებით მარტივი ფორმით. ეს, უკვე არსებულ სამყაროშიც შეიძლებოდა მომხდარიყო, რომლის შემადგნელი კოსმოსში მიგრირებდა და საბოლოოდ, დედამიწაზეc მოხვდა (ე.წ. პანსპერმია – გალაქტიკა როგორც ბიოსფერო). შესაძლებელია, რომ სიცოცხლეს არა უჯრედული, არამედ მოლეკულური ფორმა ჰქონდა, რომელსაც ენერგიის შეგროვება შეეძლო, სხვადასხვა ფუნქციების შესრულება, ინფორმაციის რეპროდუცირება და კოდირება, რაც მოლეკულის გადარჩენისთვის იყო საჭირო (სიცოცხლე, დედამიწაზე ადრე გაჩნდა).
ვარსკვლავთშორის სივრცეში სიცოცხლე თუ მართლაც არსებობს, ჩამოყალიბების სხვადასხვა ეტაპზე არსებული სისტემები, უკეთეს დრომდე შეინახავს მას. რადიაციისგან დაცავის, ენერგიითა და რბილი გარემოთი უზრუნველყოფის შემთხვევაში, ევოლუცია გარდაუვალი იქნება (წვეთები, რომლებიც ”ცოცხლდება”: კიდევ როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო სიცოცხლე?; ნახშირბადი – სიცოცხლე…; არამიწიერი ქირალური მოლეკულები; სიცოცხლის ყველაზე პატარა ფორმა; პლანქტონი საერთაშორისო სადგურის ილუმინატორზე; ეს ბაქტერიები ელექტრობით იკვებებიან; დნმ – უოთსონი, ქრიქი, უილკინსი, ფრანქლინი; პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში; გარდაუვალი სიცოცხლე; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა; მტკიცებულება ევოლუციაზე მორწმუნეთათვის და არამორწმუნეთათვის).