არამიწიერი ქირალური მოლეკულები

 ასტრონომებმა, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით, ირმის ნახტომის ცენტრში, ეთილენის ოქსიდი აღმოაჩინეს, რომელიც ძლიერ შხამს წარმაოდგენს. ეს პირველი ქირალური მოლეკულაა, რომელიც დედამიწის ფარგლებს გარეთ იქნა აღმოჩენილი(Science).

ქირალურობა არის გეომეტრიული თვისება(ფიგურების თვისება შეუთავსებლობისა მის სარკულ ანარეკლთან), სიმეტრიის არ ქონა მარჯვენა და მარცხენა მხარეებს შორის. როცა სიმეტრია არ რის, სივრცული სტრუქტურის ორნაირი მოწყობაა შესძლებელი – მარჯვენა და მარცხენა.

 მცნიერბს ახლაც ვერ გაურკვევიათ, რატომ არის ცოცხალ ორგანიზმებში არსებული მოლეკულები ჰომოქირალური(სიცოცხლის გაჩენის პრობლემა). ქირალურობის კლასიკური მაგალითია მარჯვენა და მარცხენა ხელი, რომელთაც ერთნაირი აღნაგობა და განსხვავებული სივრცული ორინეტაცია გააჩნია.

 ჰეტეროციკლური შენაერთი, ცნობილი 1,2-ეპოქსიეთანის სახელით, ან ეთილენის ოქსიდი(C2H4O), გაალქტიკის ცენრთან, დედამიწიდან 27 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე გაზის ცივ ღრუბელში იქნა აღმოჩენილი. დედამიწაზე ეს შენაერთი, ძლიერი შხამია, რომელიც დეზინფექციურ, კანცეროგენურ(კიბო), მუტაგენურ(გენეტიკური მუტაცია) და ნარკოტიკულ ზემოქმედებას იწვევს.

 ადრე, გაზის ამავე ღრუბელში, რომლისგანაც მშვლილდოსნის B2-ში ვარსკვლავები წარმოიქმნება, სხვა ორგანული მოლეკულებიც იქნა აღმოჩენილი, რომლებსაც, თუმცა, ქირალურობის თვისება არ გაჩნიათ.

 ეთილენის ჟანგი, როგროც სხვა ქიმიური ნივთიერებები კოსმოსში, ვარსკვლავთა სპექტრების ანალიზით ”დაინახეს”. ნივთიერებსითვის დამახასიათებელი ორი სიხშირე, დასავლეთ ვირჯინიის ტელესკოპის საშუალებით დააფიქსირეს, თუმცა, ეთილეის ნამდვილად არსებობის დასამტკიცებლად, მესამხე სიხშირეც იყო საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ასტრონომებს მისი რეგისტრირება უძნელდებოდათ და ამერიკელმა ასტრონომებმა თავიანთ ავსტრალიელ კოლეგებს მიმართეს.

 კოსმოსში არსებულ ნახშირბადოვან ჯაჭვებზე ”ნადირობა” წინა საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო. ამ მომენტისთვის, ვარსკვლავთშორის სივრცეში 200-მდე მარტივი ორგანული შენაერთია აღმოჩენილი(მეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირვა; დასპირტული კომეტა; კომეტა 67Р – სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო პირობები; სიცოცხლე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.