კომეტა 67Р – სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო პირობები

 კომეტა 67Р/ჩუროუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირზე დამჯდარმა ზონდმა – „ფილი“, 16 ორგანული ნაერთი აღმოაჩინა, რომლებიც ნახშირბადითა და აზოტით არის გაჯერებული, მათ შორისაა კომეტებისთვის არადამახასიათებელი ოთხი შენაერთიც. ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტოს განცხადებით, ეს შენაერთები უმნიშბენელოს როლს თამაშობენ ამინომჟავების, შაქარისა და ნუკლეინების სინთეზში. მაგალითად, ფორმალდეჰიდი, რომელიც დნმ-ს კომპონენტების მწამროებელი რიბოზის ფორმირებაში მონაწილეობს.

chur namdvili feri ევროპელ მეცნერთა განცხადებით, მზის სისტემის ჩამოყალიბების პერიოდის დროინდელ კომეტაზე არსებული ორგანული ნაერთები იმის მოწმობაა, რომ სიცოცხლის გაჩენისათვის საჭირო პირობების ჩამოყალიბებაში თანამონაწილეობა ამ ქიმიურმა პროცესებმაც მიიღო.

 არსანიშნავია, რომ 6 ივლისს, მაქს უოლისი(კარდიფის უნივერსიტეტი) და ჩანდრა ვიკრამასინგხი(ბექინჰემის ასტრობიოლოგიური ცენტრის დირექტორი), განაცხადეს, რომ კომეტის გარემო უფრო მეტად არის თავსებადი სიცოცხლის არსებობისთვის, ვიდრე დედამიწის პოლარული რაიონები. ბნელი ქერქი, ყინული, ბრტყელძირიანი კრატერები და გიგანტური ლოდების დიდი რაოდენობა(დაკიდებული ქვები კომეტაზე), მიკროორგანიზმების ფაქტორით შეიძლება აიხსნას. მიკრობები, მზისგან გამთბარი ყინულისა და ორგანული ნაერთების ნაზავში შეიძლება ცოცხლობდნენ, ამბობენ იდეის ავტორები. ეს ორგანიზმები გაყინვის საწინააღმდეგო მარილებს უნდა შეიცავდეს, რომლებიც -40 გრადუს ტემპერატურაზე გადარჩენის საშუალებას აძლევს მათ. სწორედ ამ ტემპერატურამდეა გამთბარი კომეტის ზედაპირი ახლა.

 გარდა ამისა, კომეტის ყინულში არსებული უამრავი ნაპრალიდან, გაზურმტვროვანი ჭავლები ამოიფრქვევა. ”ჩემი აზრით, ამის მიზეზი მიკრობული აქტივობაა, რაც გაზების წნევის ზრდასა და ყინულოვანი ზედაპირის დაბზარვას იწვევს” – ამბობს პროფესორი ვიკრამასინგხი(მისია „როზეტა“).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.