გამის ნისლეული

 ეს სახელი, კოსმოსურ ღრუბლებზე მონადირე ავსტრალიელი ასტრონომის, ქოლინ სთენლი გამის (1924-1960) საპატივცემულოდ შეარქვეს. გამის ნისლეული ისეთი დიდია და ისე ახლოა, რომ მისი დანახვა საკმაოდ ძნელია. მართლაც, წყალბადისგან შემდგარი მანათობელი კოსმოსური ღრუბლის ახლო კიდემდე მანძილი სულ რაღაც 450 სინათლის წელია, ხოლო შორეულ კიდემდე – 1500 სინათლის წელი. Hα (წყალბადის ხილული გამოსხივება (მუქი წითელი), წარმოქმნილი ელექტრონის გადახტომით მესამედან მეორე დონეზე) ფილტრით გადაღებულ რამდენიმე ფოტოსგან შედგენილ შავ-თეთრ (ფერადი) სურათზე ეს სუსტი ემისიური ნისლეული, ირმის ნახტომის ვარსკვლავთა ფონზე დაიმზირება. სავარუდოდ, რთული სტრუქტურის მქონე ნისლეული, მილიონ წელზე მეტი ხნის წინათ აფეთქებული ზეახლის (ზეახლების…) ნარჩენი უნდა იყოს, რომელიც იალქნისა და გემის კიჩოს თანავარსკვლავედებზეა გადაჭიმული. სხვა ობიექტებთან ერთად, გამის ნისლეულის ფარგლებშია მოქცეული იალქნის ზეახლის შედარებით ახალგაზრდა ნარჩენიც (ზეახლის ნარჩენი იალქანში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.