იქაური დაბნელებისას ელვარება იზრდება…

 თეთრი ჯუჯა, მოძრაობს რა ვარსკვლავი-კომპანიონის წინ, დაბნელების ნაცვლად აძლიერებს მის სინათლეს და ეს მეთოდი მსგავსი სისტემების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებად შეიძლება იქცეს.

 ეთან კრუზემ და ერიკ აგოლმა (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.) დედამიწიდან 2600 სინათლის წლის მანძილზე საინტერესო ფენომენი აღმოაჩინეს: თვითმალინზირებელი ორმაგი სისტემა KOI 3278.  ერთ დროს, ეკზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპმა „კეპლერმა“(ეკზოპლანეტებზე მონადირე ორივე ორბიტალური ტელესკოპი მწყობრიდანაა გამოსული) ამ ობიექტის ელვარების შემცირება დააფიქსირა, 88,18 დღიანი ინტერვალებით.

 კრუზემ ამ მოვლენის დეტალურად შესწავლა გადაწყვიტა, გაირკვა, რომ ელვარების შემცირებასთან ერთად, მისი 5 საათიანი გაძლიერერებიც იქნა დაფიქსირებული – 0,1%-ით, იგივე პერიოდით, როგორითაც ჩაბნელებები, ოღონდ სხვა დროს. გარდა ამისა, იქ ეკზოპლანეტის რეალურად არსებობის ნიშნებიც არ გამოვლინდა, რაც კიდევ უფრო უჩვეულოდ გამოიყურებოდა.

 რამ გამოიწვია ელვარების რყევა? KOI 3278 მზისმაგვარი ვარსკვლავისა და თეთრი ჯუჯასგან შედგება. მათი ურთიერთგანლაგების შესწავლით, ასტრონომები მიხვდნენ, რომ სიკაშკაშის მატება მაშინ ხდებოდა, როცა თეთრი ჯუჯა დამკვირვებელსა და ვარსკვლავ-კომპანიონს შორის ექცეოდა, რითაც თავისი გრავიტაციით მის სინათლეს აძლიერებდა. და პირიქით, ასუსტებდა, როცა ვარსკვლავს უკან ექცეოდა, უკუ გრავილინზირების მოხდენით. თეთრი ჯუჯას კოლოსალური სიმკვრივის გამო მასთან დაკავშირებული გრავიტაციული ეფექტები იმდენად გაძლიერდნენ, რომ სისტემის თვითლინზირება გამოიწვიეს, სისტემის ერთ-ერთი წევრითვე(ჩანდრასეკარის ზღვარი; როგორ კვდებიან ვარსკვლავები).

 ამ ეფექტს ჯერ კიდევ 1973 წელს შვეიცარიელი თეორეტიკოსი ანდრე მაედერი წინასწარმეტყველებდა. „სასიამოვნო სიურპრიზია, მის შესახებ ლამის დამავიწყდა კიდეც“ – ამბობს 72 წლის მაედერი.

 აღსანიშნავია, რომ ორმაგ სისტემებში, შავი ხვრელითა და ნეიტრონული ვარსკვლავით, დამკვირვებლის მიმართ ასეთივე კუთხით განლაგების შემთხვევაში ეფექტი კიდევ უფრო ძლაიერი იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.