ახალმა კვლევებმა უკანასკნელ წლებში გაჩენილი ჰიპოთეზა ეჭვქვეშ დააყენა, რომლის მიხედვითაც მთვარე ერთ დროს წყლით იყო მდიდარი.
მინერალი აპატიტი, რომლის სახელი ბერძნულიდან მომდინარეობს – „გატყუებ“, შესაძლებელია, მეცნიერებს აიძულებდა ეფიქრათ, რომ მთვარე ერთ დროს საკმაოდ ნესტიანი ადგილი იყო(BBC).
მთვარის გრუნტის პირველი ნიმუშების კვლევამ, რომლებიც დედამიწაზე აპოლონის(აპოლონ 16: მოგზაურობა მთვარეზე; ამერიკელ გმირთა გმირი; აპოლონ-17 შორტის კრატერთან) მისიამ ჩამოიტანა, აჩვენა, რომ მთვარეზე წყალი არ არის. თუმცა ვულკანური მინებისა და აპატიტების უკანასკნელ ათწლეულში ჩატარებული ანალიზით დამარწმუნებელი მტკიცებულებები გაჩნდა იმისა, რომ იქაური მაგმის გაცივებისას მისი შემადგენელი მინერალების კრისტალიზაცია წყლის თანხლებით ხდებოდა(მთვარეზე წყალი ყოველთვის იყო). ასეთ დასკვნამდე მეცნიერები მთვარისეულ აპატიტებში დიდი რაოდენობით წყალბადის აღმოჩენამ მიიყვანა, თუმცა მოდელირებამ, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტის(ლოსანჯელესი, ა.შ.შ.) მკვლევარებმა მოახდინეს, დადგინდა, რომ სხვადსხვა ტიპის აპატიტების ასეთი თანაფარდობის მიღწევა, საწყის მაგმაში წყლის ნებისმიერი შემცველობით შეიძლება(მაგმური წყალი მთვარეზე; მთვარის მზიური წყალი: ნოტიო ქარი ვარსკვლავიდან; შედგენილია მთვარის სრული 3D რუქა).
წყალბადის სიჭარბე მთვარისეულ აპატიტებში, ამ მინერალთა კროსტალიზაციის ეტაპზე, მის დიდი რაოდენობით არსებობას კიარ ნიშნავს, არამედ აპატიტებისათვის უფრო „სასურველი“ ფტორისა და ქლორის უკმარისობას. ნადნობიდან მთელი ხელმისაწვდომი ფტორის ამოღბით, კრისტალიზებადი აპატიტი ქლორის ამოღბაზე გადადის, ბოლოს კი – წყალბადზე. ამიტომ მთავრისეულ აპატიტებში წყალბადის შემცველობა ამ ელენტის რაოდენობის საიმედო საზომად არ უნდა ჩაითვალოს(მთვარის ფერები; მბრუნავი მთვარე LRO-სგან; ზონდები GRAIL – ახალი მონაცემები მთვარის შესახებ; რენტგენის სხივებმა მთვარის შიდა ნაწილი გაანათეს; მთვარის შორეული მხარის პირველი ვიდეო; ასტროფოზიკოსებმა მთვარის მაგნიტური ველის სიცოცხლის უნარიანობა ახსნეს; კიდევ მთვარეზე).