მთვარის მზიური წყალი: ნოტიო ქარი ვარსკვლავიდან

 ბოლო წლებში კოსმოსური აპარატებით, მიწიდან დაკვირვებებითა და ლაბორატორიული ანალიზებით დადგინდა, რომ მთვარე არც თუ ისეთი მშარლი და უწყლოა. 2009 წელს ამერიკული ზონდი LCROSS მთვარის ერთ-ერთი კრატერის მარადიულ ჩრდილში ჩავარდა და მტვრის ღრუბელი წარმოქმნა, რომლის შემადგენლობაშიც ასევე, წყალი აღმოჩნდა.

 ის რეგოლითშიც არის, რომელიც ამ თანამგზავრის ზედაპირს ფარავს – მაგრამ საიდან? იქნებ წყალი აქ ყინულოვანი კომეტების ჩამოვარდნით გაჩნდა? ჯერ კიდევ 1970 წელს თეორეტიკოსებმა დაადგინეს, რომ პროტონები, რომლებითაც სავსეა მზიური ქარი, რეგოლითში არსებულ ჟანგაბადთან ურთიერთქმედებით  წყალსა და ჰიდროქსილს(ОН) წარმოქმნიან. ახლახანს ეს წინასწარმეტყველაბა ამერიკელმა გეოლოგებმა იუსიუე ჩჟანგის ხელმძღვანელობით დაამტკიცეს კიდეც.

 მთვარის რეგოლითის ნიმუშთა(ისინი აპოლონის მისიებმა ჩამოიტანეს) ინფრაწითელი სპექტროსკოპიითა და მას-სპექტრომეტრიით დადგინდა, რომ მათში ჰიდროქსილის შესამჩნევი რაოდენობაა, რომელიც მეტეორიტული დარტყმების შედეგად გამდნარ და შემდეგ ისევ გაცივებულ შუშისმაგვარ „კაფსულებშია“ დარჩენილი. მისი „მზიური“ წარმომავლობის შესახებ წყალბადის იზოტოპი(1) მეტყველებს. მეცნიერთა მონაცემებით, მარადიულ ჩრდილში მყოფი ყინულებიც კი მზიური ქარის ზემოქმედებით გაჩნდნენ და არა კომეტების ჩამოვარდნის შედეგად.

 „მთვარის რეგოლითი თანამგზავრის მთელ ზედაპირს ფარავს, ხოლო მისი მოცულობის ნახევარი შუშისმაგვარ ჩანართებზე მოდის“ – ამბობს პროფესორი ჩჟანი, „ამგვარად, ჩვენ ნამუშევარზე დაყრდობით შეიძლება ითქვას, რომ ჰიდროქსილი, „წყლოვანი“ შენაერთი, მთვარეზე ფართოდაა წარმოდგენილი, თუმცა არა თვითონ წყალი, რომლის უშუალოდ გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი“.

 ეს აღმოჩენა უფრო ფართოდაც შეიძლება განვიხილოთ. რადგან ანალოგიური მექანიზმი არა მარტო მთვარეზე შეიძლება მოქმედებდეს, არამედ ყველგან, სადამდეც მზის ქარი საკმარისი ინტენსიურობით აღწევს – მაგალითად, მერკურიზე ან ასტეროიდ ვესტაზე. ამ სხეულთა შორის არსებული განსხვავების მიუხედავად, მათ ყველანაირი შანსი აქვთ იმისა, რომ „ადგილზე“ მიიღონ წყალი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.