ზონდები GRAIL – ახალი მონაცემები მთვარის შესახებ

მეცნიერებმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნეს, რომლებიც ტყუპმა ზონდებმა GRAIL გადმოსცეს. ზონდები მთვარეს 2012 წლის გაზაფხულიდან იკვლევენ(ვიდეო).  ები და ფლოუ, ერთად – მისია GRAIL, მათ მთვარის ზუსტი გრავიტაციული რუკა შეადგინეს. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ეს რუკა მთვარის შიგა აღნაგობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში, მისი გაჩენისა და განვითარების შესახებ ჰიპოთეზის გადამოწმებაში დაეხმარებათ.
 მონაცემები იმას მოწმობენ, რომ მთვარის ზედაპირმა მრავალრიცხოვანი მეტეორიტული დარტყმები გადაიტანა, რუკაზე ღრმა ნაპრალები ჩანან, რომლებიც, ალბათ, მანტიამდეც კი აღწევენ. მეცნიერები ახლა უკვე ამბობენ, რომ დარყმები უფრო ინტენსიური იყო, ვიდრე აქამდე ივთლებოდა.
მიღებულ შედეგებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პლანეტის წარსულის შესწავლის საქმეშიც. როგორც ჩანს დედამიწამ და მისი ჯგუფის სხვა პლანეტებმა არა ნაკლები ინტენსიურობის ზემოქმედებები გადაიტანეს(დედამიწის ზუსტი ფორმა).
მარია ზუბერი მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან აღნიშნავს:”ცნობილი იყო, რომ პლანეტები მრავალრიცხოვან დარტყმებს იღებდნენ, მაგრამ მთვარის ქერქის ასეთი დაზიანებების აღმოჩენას არავინ არ ელოდა. მთავრის ზედაპირზე ძალიან ბევრი კრატერია, რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დედამიწის ჯგუფის(მერკური,ვენერა,დედამიწა,მარსი) პლანეტებიც სწორედ ასე გამოიყურებოდნენ, თუმცა ჩვენს პლანეტაზე ეროზიული და ატმოსფერული პროცესების შედეგად ეს კვალი წაიშალა”.

 გრავიტაციულ რუკაზე მთვარის ზედაპირის მრავალრიცხოვანი სტრუქტურები გამოვლინდა, ვულკანური რელიეფის ჩათვლით, ასევე თასისმაგვარი კრატერები. გარდა ამისა, გაირკვა, რომ ქერქის სიმკვრივე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ითვლებოდა, მასში ძალიან ბევრი სიცარიელეა. საშუალო სისქე 34-43 კილომეტრს შეადგენს, ეს კი 10-20 კილომეტრით ნაკლებია, ვიდრე აქამდე ეგონათ.
 მისია GRAIL-ი გრძელდება, ამ ეტაპზე მხოლოდ პირველი შედეგებია მიღებული. ძალიან მალე, 17 დეკემბერს მისიის მეორე ეტაპი დაიწყება, როცა ზონდებს დაბალ ორბიტებზე გადაიყვანენ. ამით მკვლევარები კიდევ უფრო ზუსტი მონაცემების მიღებას იმედოვნებენ(მისია LRO).

 17 დეკემბერს, ზონდები 20 წამიანი ინტერვალებით მთვარის ზედაპირზე დაეცემა და მათ მიერ ამოტყორცნილ ქანებს სხვა თანამგზავრი – LRO-შეისწავლის.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.