კაცობრიობის არამიწიერი წარმომავლობა

 ვინ ვართ ჩვენ და რა არის საერთოდ სიცოცხლე, ჯერ კიდევ გამოცანად რჩება. ზოგიერთი მენციერი კაცობრიობის არმიწიერი წარმომავლობის იდეას ემხრობა.

 ელის სილვერი, თავის ახლად გამოცემულ წიგნში: ”არამიწიერი წარმომავლობა: ფაქტების მეცნიერული შეფასება”, ბუნებრივი პირობების მიმართ ცხოველებისა და ადამიანის შეგუების ძლიერ განხვავებულებაზე მიუთითებს. კერძოდ: ავადმყოფობები და ხერხემლის სისუსტე იმაზე მეტყველებენ, რომ პირველი ადამიანები(განსაკუთრებით ღიპიანები 🙂 ) ნაკლები მიზიდულობის ძალის მქონე პლანეტაზე გაჩნდნენ, ასევე მტკივნეული და საშიში მშობიარობა(სხვა დედამიწელ არსებებთან შედარებით). ნაყოფისა და მშობლის სიკვდილიანობის პროცენტი, ადმიანის შემთხვევაში, შეუდარებლად მაღალია. მზიური გამოსხივების მიმართ მაღალი მგრძნობელობა და კანზე დამწვრობების გაჩენა კი იმაზე მეტყველებს(მზის სხივები – გავირუჯოთ სწორად), რომ ეს პლანეტა, ვარსკვლავიდან შორს მდებარეობდა. გარდა ამისა, ბიოლოგების მტკიცებით, ბიოლოგიური საათის მიხედვით, ადამიანისთვის ოპტიმალურ ვარიანტს 25 საათიანი დღე-ღამე წარმოადგენს, არა 24 საათიანი(კარგი ხელფასიც 🙂 ).

 აქედან გამომდინარე, ელის სილვერი ასკვნის, რომ თანამედროვე ადამიანი ჰომო ერექტუსისა და არამიწიერი წარმომავლობის არსების შეჯვარების შედეგად გაჩნდა(თავის ქალა დმანისიდან Homo-ს სახეობების არსებობას ეჭვქვეშ აყენებს). სავარაუდოდ, ისინი კენტავრის ალფას სისტემიდან 60-დან 200 ათასი წლის წინათ მოფრინდნენ(ანთროპოცენი თითქმის 2 მილიონი წლისაა;უცხოპლანეტელთა ზონდებმა დედამიწა მოინახულეს?!). სილვერის აზრით, ისინი პლანეტიდან გამოძევებული დამნაშავეებიც შეიძლება ყოფილიყვნენ(ან მანიაკები, მაშინვე ჰომოებს დაერივნენ 🙂 ). ამის მტკიცება, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობრივია, თუმცა დამაფიქრებელიც, რადგან არამიწიერი წარმომავლობის ბაქტერიების შესახებაც არსებობს მეცნიერული ნაშრომები(ადგილობრივი წარმომავლობა გამოირიცხოს…; უცხოპლანეტელი ბაქტერიები; მეტეორიტების ქიმიურმა მრავალფეროვნებამ მეცნიერები გააკვირა; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; წყლის კვალი მარსულ მეტეორიტში; მარსიდან ვართ?!; ანომალური მოვლენები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.