მთვარეზე წყალი ყოველთვის იყო

 მთვარის უძველესი ქანების კვლევამ მათ კრისტალურ სტრუქტურაში წყლის კვალი დააფიქსირა. ეს ფაქტი გავარვარებული ნამსხვრევებიდან მთვარის ჩამოყალიბების თეორიას ეწინააღმდეგება, ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი იუსიუე ჩჟანი(მიჩიგანის უნივერსიტეტი, ა.შ.შ.). ასეთ შემთხვევაში მაღალი ტემპერატურა ტენის ნასახსაც კი არ დატოვებდა, ნიმუშების კვლევა ამას არ დასტურებს: წყალი იქ ოდითგანვე იყო.

 ე.წ. ფურიე სპექტროსკოპიის(1) გამოყენებით, მეცნიერებმა ჰიდროქსილების კვალი აღმოაჩინეს(6 წილი მილიონზე), პლაგიოკლაზის მარცვლებში, მთვარის ანორთოზიტში. ითვლება, რომ ანორთოზიტები მაშინ ჩამოყალიბდნენ, როცა პლაგიოკლაზები კრისტალიზირდნენ და გამდნარი მაგმის ოკეანეს ზედაპირზე ამოტივტივდნენ. მათში წყლის კვალი, ჰიდროქსილების ჯგუფიდან, იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ მთვარის მაგმა გაცილებით მეტი ხანი მყარდებოდა, ვიდრე ამას გიგანტური შეჯახების ”უწყლო” სცენარი წინასწარმეტყველებს, ამბობს ჩჟანი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.