ფურიე-სპექტრომეტრი ახალი მისიისთვის აღადგინეს

 ე.წ. ფურიე-სპექტრომეტრი(ფს)(Fourier Transform Spectrometer), რომელიც ადრე კიტ-პიკის ნაციონალურ ლაბორატორიაში იმყოფებოდა, (არიზონა), ახლა დახურული ტრაილერით ნორფოლკის უნივერსიტეტში(ვირჯინია) გადააქვთ. ინსტრუმენტი დანიშნულების ადგილზე 9 თებრვალს მივა, ხოლო მის მართვას ხსენებული უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის განყოფილების თავმჯდომარე პეტერ ბერნატი განახორციელებს.

” ფს მაღალი გარჩევადობის სპექტროსკოპული კვლევის ლაბორატორიის მთავარი ინსტრუმენტი იქნება, მზის გარდა იგი სხვა კვლევებშიც იქნება გამოყენებული” – აცხადებს ბერნატი. ”ეს ფანტასტიური ინსტრუმენტია”.

 ბერნატი ფს-ზე ადრეც მუშაობდა, მათ შორის მაშინაც, როცა მზის ლაქებში ორთქლის კვალი აღმოაჩინეს. ახალ სამყოფელში, როგორც ვარაუდობენ, ინსტრუმენტი სხვა და სხვა კოსმოსურ ობიექტებზე ახალ ინფორმაციას მიიღებს.

 ”მე ფს-ის გამოყენება აქ მინდა(უნივერსიტეტში), რათა პლანეტის ატმოსფერულ მოლეკულებთან, კომეტებთან და ვარსკვლავებთან დაკავშირებული კვლევები ჩავატარო, ვასწავლო სტუდენტებსაც”- ამბობს ბერნატი.

 ფს 1971-76 წლებში დაამზადეს, მუშაობა McMath-Pierce Solar Telescope-ს ნაციონალურ ლაბორატორიაში კიტ-პიკში 2001 წელს დაიწყო. ინსტრუმენტი ასევე ავტონომური ლაბორატოიული სპექტრომეტრიც არის. თუმცა, ბიუჯეტის შეზღუდვის გამო, ორგანიზაცია ვეღარ უზრუნველყოფს მის მუშაობას, ნათქვამია ობსერვატორიის თანამშრომელთა განცხადებაში.

 ფს 1984 წელს სახელოვანი მზის სპექტრის რეკონსტრუქციით გახდა. კრგად შესწავლილი გამოსახულება, რომელიც მილიონობით ადამიანმა ნახა, შავი ნიშნებითაა სავსე, რომლებიც მზის ატმოსფეროს შემადგენელი ატომების ”თითების ანაბეჭდებია”. გამსახულება ინსტრუმენტის მიერ სპქტრის ვიწრო ზოლში კარგად მუშაობის შესაზლებლობის დემონსტრირება მოახდინა, ულტრაიისფერიდან ინფრაწითლამდე.

 მოწყობილობა ლაზერს ვაკუუმურ კამერაში სინათლის სხივების მუდმივად ცვკლადი პოზიციების გაზომვებისთვის იყენებს. ეს დელიკატური სისტყემა ფს-ს დეტალურად ზუსტი გაზომვების ჩატარების საშუალებას აძლევს, რომლებიც ფასდაუდებელია მზის ფიზიკის გაგების საქმეში.

 ახალი სამყოფელისკენ მთელ ქვეყანაში მოგზაურობის მერე, ფს კოსმოსის ათვისებაში მთავარი როლის თამაშს ისევ გაგრძელებს.

არქივიდან

 დღევანდელ დღემდე უცნობია თუ რატომ არ არის ზოგიერთი ფერი მზის შუქში. ფოტოზე ნაჩვენებია ყველა ფერი, რომელსაც ასხივებს მზე ხილულ დიაპაზონში. სინათლის დაშლა შემადგენელ ფერებად ხდება სპექტრისგამყოფი მოწყობილობით, როგორიცაა მაგალითად შუშის პრიზმა. შავი ხაზები სპექტრში განპირობებულია იმით, რომ მზის ზედა ფენები შთანთქავენ ქვედა ფენების მიერ გამოსხივებულ სინათლეს. განსხვავებული ქიმიური ელემენტები გაზის შემადგენლობაში სხვა და სხვა ფერის სინათლეს შთანთქავენ, ამით შესაძლებელი ხდება გავიგოთ თუ რა ქიმიური ელემენტებისაგან შედგება მზე. ჰელიუმი პირველად 1870 წელს სწორედ მზის სპექტრში აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით კი მიწაზეც. მზის სპექტრში შთანთქმის ხაზების უმრავლესობა ამოცნობილია, მაგრამ არა ყველა….

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *