წყალი მარსზე: მტკიცებულება ”ქიურიოსითისგან”

 2013 წლის, 8-დან 13 სექტემბრის ჩათვლით, დიდ ბრიტანეთში, პლანეტური საზოგადოების კონფერენცია ჩატარდა. პრაქტიკულად ყველა მომხსენებლი მარსმავალ ”ქიურიოსითის” მიერ მარსზე წყლის საძებნელად ჩატარებულ კვლევებს ეხებოდა. მთა შარპისკენ მოგზაურობის დაწყებადმე, მარსმავლის მიერ ნანახი კვლების მიხედვით თუ განვსჯით, წარსულში მარსი საკმაოდ გაწყლიანებული იყო.

 სპეციელისტებმა ყველაზე დიდი ყურადღბა მარსული ღორღის ნიმუშებზე შეაჩერეს, რომელიც მარსმავალმა გადააბრუნა და მოგვიანებით გადატეხა კიდეც. ნიმუში შიგნიდან თეთრი ფერის აღმოჩნდა, რაც ჰიდრატირებული მინერალების არსებობაზე მიუთითებს. ღორღისგან ფორმირებული ქანის ზომა იმდენად იდი იყო, რომ მისი ქარისმიერი წამოქმნა და ზედაპირზე გადატანა თავიდანვე გამოირიცხა. ”ქიურიოსითიმ” ასევე კალციუმის სულფატით მდიდარი ქანები აღმოაჩინა, რომელიც გამდინარე წყალს უნდა დაეტოვებინა (”ქიურიოსითიმ” მარსზე კალციუმით მდიდიარი ფენები აღმოაჩინა).

 უმნიშვნელოვანესია თვითონ წყლის თვისებების დადგენაც. აღმოჩნდა, რომ მას ნეიტრალური pH ჰქონდა, ანუ შეეძლო სიცოცხლის უზრუნველყოფა, არც ძალინ ტუტე იყო და არც მჟავე. სპეციალისტთა ოპტიმიზმს წვრილადდისპერსული არგილითების (თიხოვანი მთის ქანები) აღმოჩენა იწვევს. არგილითები, ჩვეულებრივ, ნეიტრალურ მდგარ წყალში წარმოიქმნება. ტბა კი იდეალური ადგილია სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მიკრობების გასამრავლებლად.

 ნანახი იქნა მდინარეების არსებობის მტკიცებულებებიც. მარსის ზედაპირზე კალციუმის სულაფატით სავსე ღარებია, რომლებშიც დახრილი დალექვით ფორმრიებული ქანები აღმოჩნდა. ეს სტრუქტრურა დედამიწის მდინარეების კალაპოტში, წყლის ტურბულენტური ნაკადების ზემოქმედებით ჩნდება (ყველაზე მაგარი მანქანა; მარსმავლები; Spirit და Opportunity; წყალი ფსკერზე: ღრუბელი, ტბა , კრატერი; რამდენად ”ცოცხალია” მარსი?; წყლის ერთი წყარო;. თოვლი მარსზე; „ქიურიოსითი“ თერმალურ ზონაში გადადის; მარსული სიცოცხლის კვალი გაშავებულ ქვებზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.