„კურიოზიტი“ თერმალურ ზონაში გადადის

  „კურიოზიტიწითელი პლანეტის თერმული რეგიონის კვლევას აპირებს. ლაპარაკია “Glenelg”-ზე, აქ მინიმუმ სამი ტიპის მარსული მინერალური ქანია აღმოჩენილი და მათი შესწავლა მეცნიერთათვის განსაკუთრებით საინტერესოა.

  ამ ადგილამდე მისაღწევად, მარსმავალს ახლნდელი მდებარეობიდან აღმოსავლეთის მიმართულებით 400 მეტრის გავლა მოუწევს. “Glenelg”-ი მარსმავალის პირველი სამიზნე იქნება.


 გამოსახულებაზე ხსენებული რეგოინია წარმოდგენილი, რომელიც მარსის ორბიტალურ მზვერავზე(MRO) არსებული მაღალი მგრძნობელობის კამერა HiRISE -ეთია გადაღებული.


 გეილის კრატერი, ადგილი, სადაც ამერიკულმა მარსმავალმა ე.წ. ციური ამწეთი თავისი წარმატებული დაშვება განახორციელა.

 “Glenelg”-ში „კურიოზიტი“ სხვა და სხვა მთის ქანებს გამოიკვლევს, რომლებიც განსხვავებულ ტემპერატურაზე არიან გამთბარნი(ტისდეილი).

 400 მეტრის გასავლელად „კურიოზიტი“-ს 3-4 კვირა დასჭირდება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მისგან გამოგზავნილ ახალ სურათებსა და აღმოჩენებს დაველოდოთ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *