თოვლი მარსზე

 მკვლევარებმა გამოითვალეს, რომ ნახშირბადის დიოქსიდის თოვლის ნაწილაკები მარსზე, უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანის სისხლის უჯრედის, ერითროციტის ზომისაა.

მარსის შემსწავლელმა კოსმოსურმა აპარატებმა უკვე აღმოაჩინეს, რომ ნახშირბადის დიოქსიდის თოვლი, რომელიც წითელ პლანეტას ათოვს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მარსი ერთადერთი კოსმოსური სხეულია, რომელზეც ამინდის ასეთი უცნაური გამოვლინებები ხდება. სამხრეთ პოლუსს მის თავზე შეგროვილმა ღრუბლებმა ჯერ კიდევ 2006 და 2007 წლის ზამთარში დაათოვა, თუმცა მეცნიერებმა ამის აღმოჩენა მხოლოდ ახლახანს, მარსის ორბიტალური თანამგზავრის – MRO-ს საშაუალებით შეძლეს. მარსის სამხრეთ პოლუსის გაყინული ნახშირბადის დიოქსიდის დიდი ნაწილი, ანუ „მშრალი ყინული“, როგორც მას უწოდებენ, მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, მთელი წლის დაკვირვების განმავლობაში გააკეთონ ახალი აღმოჩენები, რითაც ისინი შეძლებენ ახსნან თუ როგორ ჩამოყალიბდა და როგორ გრძელდება ეს უნიკალური მოვლენა ამ დროის განმავლობაში. კვლევის ერთ-ერთი ავტორის პოლ ჰეინის თქმით(რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია) – ” ეს არის ნახშირბადის დიოქსიდის თოვლის ღრუბლების პერველი და გადამწყვეტი გამოვლინება, რის გამოც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ თქვენთვისაც გვეცნობებინა მარსული თოვლის შესახებ, რომლის ფიფქები საკმარისად სქელია რათა თოვლის მასამ ზედაპირზე მოგროვება შეძლოს. კვლევებმა აჩვენეს, რომ მარსული თოვლის ფიფქები ორ სხვა და სხვა სახეობად იყოფა. 2008 წელს ნასას ზონდმა „ფენიქსმა“ წყალნარევი ყინულიანი თოვლი გამოიკვლია, აღმოჩნდა რომ მისი სტურქტურა დედამიწისეული თოვლის მსგავსია. ჰეინმა და მისმა გუნდამა, 2006-2007 წლის სამხრეთ პოლუსის ზამთრის პერიოდზე, MRO-ს კლიმატის შემსწავლელი ხელსაწყოს საშუალებით შეგროვილი მონაცემები შეისწავლეს. ამ ხელსაწყოს შეუძლია ანარეკლის სიკაშკაშე 9 ერთმანეთისგან გასხვავებული ტალღის სიგრძეზე გაზომოს. კვლევებში ასევე შედის მარსის ატმოსფეროს შესწავლა, გაზები და მათი შემადგენლობა. გარკვეული კუთხიდან დანახული ღრუბლების ინფრაწითელი სხივების ანარეკლის თავისებურებაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ღრუბლები ნამდვილად ნახშირბადის დიოქსიდს შეიცავენ და სწორედ მისი ყინულოვანი ნაწილაკები ცვივა ზედაპირზე. ასტრონომები ჯერ სრულად არ არიან დარწმუნებულნი იმაში თუ როგორ გაჩნდა მარსის სამხრეთ პოლუსზე მშრალი ყინული. ყინულის ტემპერატურა დაახლოებით -125 გრადუსია ცელსიუსით. ჰეინი გვპირდება, რომ კვლევის ახალ შედეგებს, უახლოეს მომავალში, აუცილელად გამოაქვეყნებს.

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.