მოგზაურობა სხვა ვარსკვლავებთან

  ექსპერტები დღემდე დაობენ და განიხილავენ საგალაქტიკათშორისო კოსმოსური მოგზაურობების იდეებს. ”მე მჯერა რომ კოსმოსური კვლევები კაცობრიობისათვის გადაუდებლად მნიშვნელოვანია” – განაცხადა მაია ჯემისონმა, ის პირველი აფრო-ამერიკელი ასტრონავტი ქალია. ”ეს არ დაწყებულა 1957 წელს სპუტნიკით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს ყოველთვის ჩვენი ნაწილი იყო”. ჯემისონი ხელმძღვანელობს 100 წლიან საგალაქტიკათშორისო მოგზაურობების ინიციატივას, რომლის მიზანია განახორციელოს დაჯდომა სხვა ვარსკვლავების პლანეტებზე ამ 100 წლის განმავლობაში.

 საბოლოოდ მეცნიერებმა და მოაზროვნეებმა სხვადასხვა დარგიდან გადაწყვიტეს შეკრებილიყვნენ სახალხო ყრილობაზე 13 სექტემბერს, რათა განეხილათ ის შესაძლებლობები და მოტივაციები რომლებიც გადაჭრიან ამ პრობლემებს და განახორციელებენ ვარსკვლავთშორის კოსმოსურ ფრენებს. მე აღმაფრთოვანა ოპორტუნიტის შესაძლებლობებმა, ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაუმჯობესოთ ხვალინდელი ტექნოლოგიები და ხელახლა შევქმნათ ჩვენი მომავალი. ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი,რომელსაც საპატიო ადგილი უჭირავს ამ ყრილობაზე, 14 სექტემბერს განაცხადა: „დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ 100 წელი ვიცოცხლო რათა მეც შევძლო გავხდე ამ მოგზაურობის მონაწილე.“ პროგრამა 100 წლიან გალაქტიკათშორის მოგზაურობას დამფინასებლებიც გამოუჩნდა. პროექტის ავტორების მიზანია შემოიკრიბოს არა მხოლოდ მეცნიერები და ინჟინერები, არამედ ფსიქოლოგები, სოციოლოგები, რელიგიის წარმომადგენლები და ფილოსოფოსები, რათა ერთად გადაჭრან ეს პრობლემა. გამომდინარე იქიდან, რომ უახლოესი ვარსკვლავი ჩვენგან 4 სინათლის წლით არის დაშორებული, ყველაზე უსწრაფესს კოსმოსურ რაკეტას რაც კი აგებულა,Voyager 1, იქამდე მიღწევას 75000 წელ მოანდომებს. ჩვენ დაგვჭირდება თითოეული ადამიანის ძალისხმევა დედამიწაზე, რომ გამოვიანგარიშოთ, როგორ მივაღწიოთ იქამდე, განაცხადა ჯემისონმა. ჩვენ ყველამ ერთად მხარი უნდა დავუჭიროთ ახალი სიცოცხლის გაგრძელებას. ამერიკელი ხალხი რომ გვერდში გვდგომოდა, დღეს ჩვენ მთვარეზე ვიქნებოდით,თუმცა ჩვენ ვკარით მათ ხელი. ჩვენ უნდა შევცვალოთ წარმოდგენა, რომ კოსმოსი არა მხოლოდ მეცნიერული კვლევებისთვისაა საჭირო და მილიარდერების გართობის საგანია, ის ყველასთვის საჭიროა. თუ გვექნება დიდი მიღწევები ამ სფეროში, ჩვენ შევძლებთ არა მარტო შორეულ ვარსკვლავბამდე მიღწევას, არამედ ჩვენს პლანეტასაც დავეხმარებით.

ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.