რამდენად ”ცოცხალია” მარსი?

 მზის სისტემის პლანეტებიდან მარსს ხშირად დედამიწის ყველაზე უფრო მსგავს პლანეტად განიხილავენ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებზე სიცოცხლისათვის კიდევ უფრო შეუთავსებელი პირობებია. ადამიანი მარსის ზედაპირზე რომ გადაგვესვა წამებით ამოხდებოდა სული. მეცნიერთა შეფასებით მარსზე ადამიანი მხოლოდ 2 წუთს თუ იცოცხლებდა. გვამი მაშინვე გაიყინებოდა, რადგან იქაური საშუალო ტემპერატურა -530 უტოლდება. თან, ეს გვამი მომენტალურად გადაიქცეოდა მუმიად, რადგან ”ამომწვარი” ატმოსფერო სხეულიდან წყალს მაშინვე ამოაშრობდა. ყველაფერთან ერთად წითელი პლანეტა არც კოსმოსური რადიაციისგან არის დაცული.

 ჯერ კიდევ 1975 წელს ეიმსის კვლევით ცენტრში(NASA) მეცნიერები იმისთვის იკრიბებოდნენ, რათა მარსის პოტენციური სიცოცხლის უნარიანობა განეხილათ. ამ შეკრებების შედეგი 1976 წელს წარმოდგენილი ანგარიში იყო ”ჰაბიტაბელობაზე”.

 თანამედროვე მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ჩვენი პლანეტის ყველაზე უფრო მშრალი და ცივი ადგილები გაცილებით მეტადაა სიცოცხლისთვის თავსებადი, ვიდრე მარსის ზოგიერთი რეგიონი ყველაზე უფრო ხელსაყრელი პირობებით. მიუხედავად იმისა, რომ შორეულ წარსულში წითელ პლანეტაზე იყო წყალი, რაც პრაქტიკულად დამტკიცებულია, მეცნიერთა უმრავლესობა მაინც იმ აზრზეა, რომ ეს პლანეტა დედამიწისთვის დამახასიათებელი ცოცხალი არსებებისთვის სრულიად მიუღებელია.

 ხომ არ გადაიფიქრეთ? იქნებ ისევ საჰარას უდაბნოში ან ანტარქტიდაზე გამგზავრება ჯობდესSmile.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.