მთვარის ქერქი ფორებიანი აღმოჩნდა

 ამერიკელმა ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მთვარის ქერქი, მუდმივად დედამიწისკენ მომართულ მხარეზე, უფრო სქელია(NASA), ვიდრე მეორეზე. ამასთან ერთად მისი შემადგენელი ქანები არა მონოლითური, არამედ ფორიანია. ეს დასკვნები გრავიტაციული დაზვერვის თანამგზავრებიდან – GRAIL და თანამგზავრ LRO(შედგენილია მთვარის სრული 3D რუქა)-დან ადრე მიღებული მონაცემებით გაკეთდა.

 ა.შ.შ-სა და საფრანგეთის 12 კვლევითი ცენტრიდან წარმოდგენილი იქნა ანალიზის შედეგები, რომლებიც ტყუპმა თანამგზავრებმა – GRAIL, შეაგროვეს. ეს აპარატები მთვარის ორბიტაზე 2012 წელს გავიდნენ და ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის გრავიტაციული ველი შეისწავლეს.

 მაშინ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მთვარის ქერქი გაცილებით თხელია, ვიდრე ითვლებოდა, თან  სისქე ზედაპირის რელიეფის მიხედვით კორელირებს. დარტყმითი კრატრების ქვეშ, უხილავ მხარეზე, ქერქი ყველაზე უფრო თხელია, ხოლო მთიანი მასივების ქვეშ, პირიქით, სქელი.

 ახალ კვლევაში ეს ფაქტები ახსნას იღებენ. GRAIL-ის, LRO-ს და აპოლონის მისიის ასტრონავტების(ამერიკელ გმირთა გმირი) მიერ დატოვებული მოწყობილობიდან მიღებული მონაცემების შეთავსებით, მეცნიერებმა თანამგზავრის ქერქის სამგანზომილებიანი მოდელი შეადგინეს.

 ახალი მოდელის თავისებურება არა მარტო დეტალიზაციის მაღალ ხარისხშია, არამედ ქერქის სისქის შეფასებაშიც. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ქერქის საშუალო სიმკვრივე ან 3220, ან 3150 კილოგრამი უნდა იყოს კუბურ მეტრზე: ეს ორი მნიშვნელობა, ”აპოლონ -12”-ისა და ”აპოლონ-14”-ის დაჯდომის ადგილზე, ორ სხვადასხვა ვარაუდს შეესაბამება(34, ან 38 კილომეტრი). ყველაზე უფრო თხელი ადგილები დარტყმით კრატერებში მხოლოდ ერთი კილომეტრის სისქის ქერქით არის დაფარული: ასტრონომტა აზრით, ამ ადგილებში ასტროიდების ჩამოვარდნისას ქერქი ბოლომდე გაიხვრიტა. ხოლო ქერქის მაღალი ფორიანობა, გამოთვლების მიხედვით 12%-მდე სიცარიელეებით, დარტყმით გამოწვეული დაბზარვების შედეგია.

mtvare forebiani

 იგივე ჯგუფის მიერ ჩატარებული სხვა კვლევის მიხედვით, მთვარის ხილული მხარე თავიდან უფრო მტკიცე იყო და ერთნაირი სიმძლავრის დარტყმები მასზე უფრო დიდი ზომის კრატერებს წარმოქმნიდა. ეს განსაკუთრებულება იმთაა გამოწვეული, რომ ხილულ მხარეს მანტიას უფრო მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, შესაბამისად, მანტია და ქერქი უფრო რბილი იყო, ვიდრე უხილავ მხარეზე. მომატებული ტემპერატურა, თავის მხრივ რადიოაქტიური იზოტოპების არათანაბარ განაწილებას ხსნის, რომელთა დაშლა მთვარესაც ათბობს და დედამიწასაც(ქანების წრებრუნვა: მოგზაურობა დედამიწის ბირთვისკენ). ასეთი ასიმეტრიის მიზეზი უცნობია, მხოლოდ ვარაუდებია, რომელთა გადამოწმება დამატებით კვლევებს მოითხოვს.

 მთვარის აღნაგობის შესწავლა არა მარტო ამ თანამგზავრის შესაძლო ათვისების კონტექსტშია მნიშვნელოვანი, არამედ გეოფიზიკურ კვლევებში მთლიანად. იმის გაგება, თუ როგორ იცვლებოდა მთვარე, გეოლოგებს ჩვენი პლანეტის აღნაგობის უკეთ გაგებაშიც დაეხმარებათ. მთვარესა და დედამიწას, ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, საერთო წარმომავლობა გააჩნიათ: მათი განცალკევება დედამიწისა და ჰიპოთეტურ, მარსის ზომის ციურ სხეულთან თეიასთან შეჯახებით მოხდა(ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ; მთვარის გაჩენის ორი სცენარი; 10 საინტერესო ფაქტი მთვარეზე; მბრუნავი მთვარე LRO-სგან; მაგმური წყალი მთვარეზე; მთვარის მეორე მხარის ამოხსნა; აპოლონ 16: მოგზაურობა მთვარეზე; აპოლონ-17 შორტის კრატერთან; მთვარის ილუზია; უცნაური კრატერი მთვარეზე – კოსმოსური ხომალდის კვალი?!).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.