მარსიდან ვართ?!

ვარაუდებს იმის შესახებ, რომ სიცოცხლეს მარსული ფესვები აქვს, სამეცნიერო საზოგადოებამ ”საინტერესო, თუმცა არა დამაჯერებელი” უწოდა(Science NOW).  სარკეში ჩახედვისას, თქვენ მარსელების შთამომავალს ხედავთ – თუ ამერიკელი ბიოქომიკოსი სტივენ ბენერი მართალია, რომელმაც ევროპის გეოქიმიური ასოციაციის კონფრენციაზე განაცხადა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე მარსიდან მოხვდა, იქაურ ქანებთან ერთად.

 იმის დამოუკიდებლად, თუ სად და როდის ჩაისახა სიცოცხლე, მისი პირველი ”სამშენებლო აგურებს” – ნახშირწყალბადის მოლეკულებს, უნდა გადაელახათ რიგი წინააღმდეგობებისა, სანამ უჯრედებად გადაიქცეოდნენ. სინათლისა და სითბოს ზემოქმედებით ისინი კუპრის მაგვარ სუბსტანციად იქცევიან, სიცოცხლის არანაირი ნიშნებით. თუ ბიოლოგიური მოლეკულა შემთხვევით მაინც წარმოიქმნა(რნმ-ს მსგავსი, რომელსაც მეცნიერები გენეტიკური ინფორმაციის პირველ საცავად მიიჩნევენ), წყალი სწრაფადვე დაშლიდა მას.
 ბენერი ამტკიცებს, რომ სიცოცხლის გაჩენის წინააღმდეგ მოქმედი ქიმიური წინააღმდეგობები მარსზე უფრო ცოტა იყო, ვიდრე დედამიწაზე. წარსულში დედამიწა, ალბათ, წყლის სამყარო იყო, ხოლო მარსის ზედაპირის მხოლოდ ნაწილს ფარავდა. თან მარსული ქანების დამჟანგავი ეფექტი უფრო მაღალია, ვიდრე უმრავლესობა დედამიწისეულების, ამიტომ იქ უფრო მაღალი იქნებოდა ალბათობა ჟანგბადის შემცველი მოლეკულების გაჩენისა.
 მოლიბდატები – წყალბადის, მოლიბდენისა და ჟანგბადის შემცველი მოლეკულები, წარსულში მარსზე თუ იარსებებდნენ, დედამიწაზე კი მათი არსებობა ნაკლებად სავარაუდოა. როგორც ბორის ჟანგებსაც, რომლებიც მშრალ რეგიონებში დიდი რაოდენობით გვხვედა და არა წყლით დაფარული დედამიწის ზედაპირზე, მოლინდატებს ნახშირწყალბადების კუპრად გადაქცევისაგან დაცვა შეუძლიათ. ექსპერიმენტები, რომლებსაც ბენერი ეყრდნობა, გვიჩვენებენ, რომ მოლიბდატებს ზოგიერთი ორგანული მოლეკულების რიბოზად, დნმ-ს უმნიშვნელოვანეს კომპონენტად, გადაქცევა შეუძლიათ. ამიტომ, როგორც ბენერი თვლის, სიცოხლის გაჩენის ალბათობა მარსზე უფრო მაღალია, საიდანაც იგი მეტეორიტების სახით დედამიწაზე მოხვდა.
 ბენერის ჰიპოთეზა – ”კარგი, თუმცა ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი იდეაა”, ამბობს ბიოქიმიკოსი უილიამ ბეინსი MIT-დან. სიცოცხლის გაჩენის ზოგიერთი სხვა თეორიები მოლიბდენს ასე მნიშვნელოვან კომპონენტად არ მიიჩნევენ, თან ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი გაჩენისას დედამიწა მთლიანად წყლით იყო დაფარული, ხოლო მარსი არა, ასევე არ არის დამტკიცებული.
 ასტრობიოლოგი პოლ დევისი არიზონას შტატის უნოვერსიტეტიდან ასევე ეთანხმება, რომ ბენერის არგუმენტები სიცოცხლის მარსული წარმოშობის თეორიის პოზიციებს ამყარებს, თუმცა ეს ალაბთობის საკითხია. ასეთი თეორია არსებობის უფლებას იმსახურებს, თუმცა არა დომინანტის სიმაღლეზე. ”თუ უძველეს მარსე სიცოხლე არსებობდა კიდეც, ამბობს დევისი, ძნელი დასამტკიცებელი იქნება, რომ ის ჩვენი არსებობის საფუძველი იყოს. რადგან მარსსა და დედამიწას შორის ქანების ინტენსიური გაცვლა-გამოცვლა ხდებოდა და პირველი ორგანიზმები ადვილად შეიძლებოდა გადასულიყვნენ პლანეტიდან პლანეტაზე”. ასე რომ, მცდელობები გარკვევისა თუ სად იო ”სიცოცხლის აკვანი”, უშედეგო იქნება.
 ასტროქიმიკოსი პასკალ ერენფრაუნდი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან ბენერის იდეას არადამაჯერებლად თვლის, თუმცა დასძენს, რომ მარსის მსგავს პირობებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს შეუძლიათ ამ კამათს წერტილი დაუსვან.
 ბენერი თვითონაც თანახმაა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას დროის მანქანა თუ შეძლებდა, მანამდე კი მეცნიერებს ისღა დარჩენიათ დაკმაყოფილდნენ პასუხით კითხვაზე:”როგორ ჩაისახა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე?”( მარსზე სიცოცხლისათვის თავსებადი პირობების კიდევ ერთი მტკიცებულება; სიცოცხლე დედამიწაზე ადრე გაჩნდა; სიცოცხლეს ხელს არაფერი უშლიდა; წყალი ფსკერზე: ღრუბელი, ტბა , კრატერი; სიცოცხლის ქვის აკვანი: მემბრანები, კატალიზი და მწეველები; გარდაუვალი სიცოცხლე; უკეთესი საცხოვრებელი; გალაქტიკა როგორც ბიოსფერო; ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…; სიცოცხლის უძველესი ფორმების კვალს ”ცნობისმოყვარე” მოძებნის; განსახლება – სიცოცხლე აკვნიდან ამოფრინდა; როგორი იყო მარსი 4 მილიარდი წლის წინათ; სიცოცხლე მარსზე).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.