კოსმოსი 2013: მიღწევები და გეგმები

კოსმოსი 2013: მიღწევები და გეგმები

 რა გაკეთდა

 მიღწვებს 2013-ში, რაც კოსმოსის ათვისებასა და შესწავლას ეხება, ვერანაირად ვერ ვუწოდებთ რეკორდულს: სიმშვიდე ქარიშხლის წინ სახეზეა, თუმცა ეს სიმშვიდეც ბევრ რამეზე მეტყველებს.

 ყველაზე სამწუხარო სიახლე ორბიტალური „კეპლერის“ მწყობრიდან გამოსვლა იყო. ამ ტელესკოპმა ეკზოპლანეტობის ათასობით კანდიდატი აღმოაჩინა და ამ საქმეში ის, მონაცემთა ძირითადი წყარო იყო. მიუხედავად ამისა, ნასა იმედოვნებს, რომ გაფუჭებული მქნევარას მაგივრობას მზე გაწევს(გიროსკოპი). ნასამ და Ball Aerospace-მა გადაწყვიტეს ტელესკოპის მატარებელ მოწყობილობას ისეთი ორიენტაცია მისცენ, რომ მზის წნევა მის ზედაპირზე ერთგვაროვნად გადანაწილდეს, რაც კამერების მდგომარეობის შენარჩუნებაში სტაბილურობას შეიტანს. სხვა მსგავსი მოწყობილობების არ არსებობის ფონზე(2018 წელს „ჯეიმს უების“ გაშვებამდე მაინც), გამოსახულების ავარიამდელის 5%-მდე აყვანა მიანც რაღაცას ნიშნავს.

gaia 2013 წლის 19 დეკემბერს გაშვებულ ტელესკოპს ერთბაშად მილიარდამდე ვარსკვლავსა და ათი ათასობით პლანეტას შეუძლია უთვალთვალოს.

 რაც შეეხება Gaia-ს. მომავალი წლის 10 იანვარს ტელესკოპი ლაგრანჟის მეორე წერტილს მიაღწევს, საიდანაც ერთბაშად მილიარდი ვარსკვლავის შესწავლას დაიწყებს, თან, როგორც შემქმნელები იმედოვნებენ, ამ აპარატით მილიონობით შორეული კვაზარების კვლევა და ათასეულობით შედარებით ახლოს მდებარე ეკზოპლანეტების მასების დადგენაც მოხერხდება. პირველად მოხდება ირმის ნახტომის ვარსკვლავების დაახლოებით 0,5%-ის კვლევა და იმ ეკზოპლანეტების რეალური პარამეტრების დადგენა, რომლებზეც ძალიან მწირი ინფორმაცია გაგვაჩნია.

 იმ იმედთა შორის, რომლებიც ტელესკოპმა უნდა გაამართლოს, ისეთებიც არის, როგორიცაა ახალი ეკზოპლანეტების აღმოჩენა. თუმცა, Gaia-ს მთავარი სამიზნე ვარსკვლავებია. ცოცხალმკვდარი „კეპლერის“ ფონზე ეს ყველაფერი მაინც საკმაოდ კარგად გამოიყურება. თუ ყველაფერს თავის სახელებს დავარქმევთ, Gaia – ასტრონომთა ოცნება და ყველაზე საინტერესო ინსტრუმენტია კოსმოსის შეცნობის საქმეში, რომელიც გასულმა წელმა მოიტანა.

 ავტომატური მისიები

 რაც არ უნდა კარგი იყოს კოსმოსური ტელესკოპი, ასჯერ დანახვას, ერთხელ შეხება ჯობია, ამ თეზისის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მტკიცებულბას „იუიჰთუ“ და „ცნობისმოყვარეობა“ წარმოადგენენ.

 ამ უკანასკნელმა მარსზე ორგანულ ნაერთებში შემავალი კომპონენტები აღმოაჩინა. ნახშირბადის 97%, რომელიც მარსმავლის ბორტზე არსებულმა აპარატურამ გამოავლინა, მარსული წარმომავლობისაა, ასკვნიან ნასაში. იმის გათვალისწინებით, რომ ნიმუშები 5 სანტიმეტრის „სიღრმიდან“ არის აღებული, ხოლო კოსმოსურ რადიაციას ყველანაირი ორგანულის დაშლა 1 მეტრის სიღრმემდე შეუძლია, ზემოთ ხსენებული აღმოჩენა იმედის მომცემია: ამ ორგანიკას რაღაც წარმოქმნის, იქნებ მეტეორიტების გამუდმებული ვარდნა? ნანახი ორგანული ნაერთების რაოდენობა აშკარად იმაზე მეტია, რამდენიც მეტეორებს შეეძლოთ მიეტანათ, ასე რომ, მზიდან მეოთხე პლანეტაზე სიცოცხლის კვლების აღმოჩენაზეც კი შეიძლება ვილაპარაკოთ(ასტრონომებმა ორგანული ნაერთების ასტეროიდებზე ჩამოყალიბების უარყოფილი ჰიპოთეზის რეამინაცია მოახდინეს).

 „ცნობისმოყვარემ“ არაორაზროვნად დაადასტურა მარსზე იქაური ნახშირბადის არსებობა, აშკარა ორგანული წარმომავლობით. მეტეორიტები თუ?…

 არც განვითარებადი ქვეყნები ზიან უსაქმოდ. ინდოეთი პირველ სერიოზულ ნაბიჯებს დგამს მარსის მიმართულებით(ინდოეთი: წარმატებული დასაწყისი), წითელი პლანეტისკენ საკუთარი საპლანეტათშორისო აპარატის გაშვებით, ხოლო ჩინეთმა ორმოცი წლის მსოფლიო შესვენების მერე საკუთარი მთვარემავალი მთვარეზე დასვა.

 პილოტირებული მისიები

 ჭეშმარიტებიდან ყველზე უფრო შორს არის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც პილოტირებული მისიები აღარ არის საჭირო, რომ თითქოს, ადამიანის შეცვლა ავტომატიზირებულ ტექნიკას შეუძლია. დღევანდელი კომპიუტერები ხელოვნური ინტელექტის შექმნამდე ძალიან შორს არიან და ეს მდგომარეობა კიდევ დიდი ხანით გარძელდება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: უპილოტო აპარატები ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდნენ, თუ კიდევ უფრო დავწვრილმანდებით – XIX საუკუნის პირველ ნახევარში. მათ პირველ მსოფლიო ომშივე შეეძლოთ ეფექტურ იარაღად გადაქცეულიყვნენ, რომ არა ხელოვნური ინტელექტის ის დონე, რომელიც არც ახალა არის მაინცდამაინც წინ წაწეული, ხოლო სრულფასოვან უნივერსალურ რობოტებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.

astrorobo ასეთ რობოტებს, მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში ვხვდებით. პლანეტომავლებს დედამიწელი ოპერატორები მართავენ, ისევე, როგორც პირველ მთვარემავალს მართავდნენ(ანდროიდმა ადამიანს კოსმოსში ჩამოართვა ხელი; რობოტების ერა იწყება).

 მარსის ზედაპირზევე ბაქტერიების ძებნა ნამდვილად არასერიოზული იდეა იყო, რასაც ყველა წარმატებული მარსმავალი აკეთებდა – ანუ იქაური უდაბნოების ზედაპირებზე. აღმოჩენილი ნაერთები, პრინციპში, 40 წლის წინ, ”ვიკინგებმაც” მოძებნეს(”ვიკინგები” მარსზე: 5 ფაქტი ლეგენდარული მისიის შესახებ). დევიდ უოთერგრინი კარნეგი-მელონიდან – ”სიცოცხლის არსებობის პირდაპირი მტკიცებულებები, თუ ისინი საერთოდ არსებობენ, ზედაპირიდან ქვეშ იქნება, მარსმავლების წვდომადობის მიღმა”.

burgit curim მარსმავლები ძალიან დაბალი სიჩქარეებით მოძრაობენ, რამდენიმე მეტრი საათში, დედამიწასთან კავშირი ლამის 40 წუთიანი დაყოვნებით მიმდინარეობს. ამ პრობლემების გადჭრას ძალაყინითა და  უბრალო იარაღებით აღჭურვილი ორი ასტრობიოლოგი რამდენიმე წუთში მოახერხებდა. მუდმივი კვლევითი ბაზა კი ამას ას პროცენტიანი ალბათობით შეასრულებდა – მაგრამ სად არის ასეთი ბაზა?

 საბედნიეროდ, ეს საკითხები ყურადღების გარეშე არ არის დატოვებული, რაზეც მარსის კოლონიზაციისათვის შექმნილი უამრავი პროექტი მეტყველებს(მარსული რეალითი-შოუ: პირველად ოპერატორი გაფრინდება).

 კოლონიზაცია?

 პროექტი – Mars One. დაუბრუნებლად, ადამიანების ერთი მიმართულებით გაგზავნა, ჯვაროსნული ომივით გამოიყურება – ღონისძიება, რომლის მხარდაჭერას ფანატიკოსთა ერთი ჯგუფი, ფანატიკოსთა მეორე ჯგუფისთვის ახდენს.

 სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სხვა ასეთივე პროექტის(Mars Direct) ხელმძღვანელი, ამერიკის შეერთებულ შტატებს მარსული მისიების პოლიტიზირებაში ადანაშაულებს. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ნასელი პლანეტოლოგები, ფართო საზოგადოებისა და ადმინისტრაციის დასარწმუნებელ სტატიებს წერენ, რომ სხვა ციურ სხეულზე ბაზის აგება ნამდვილად შესაძლებელია.

 თეორიულად, რაკეტას თხევად მეთანსა და თხევად ჟანგბადზე, მარსული წარმომავლობის საწვავზე მუშაობა შეუძლია. მეთანის მიღება იქვე, მარსული ”ნიადაგიდან”, მოდიფიცირებული ბაქტერია-ანაერობების საშუალებით მოხდება. იქაური პერქლორატები კი ჟანგბადის წყაროა, ზოგიერთი მიწიერი მიკრობები ენერგიის მისაღებად ხომ პერქლორატებს იყენებენ(ტბის კვალი გეილის კრატერში).

ატაკამას უდაბნო და მარსის ზედაპირი.

mars atakama არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ”ცნობისმოყვარეს” დაჯდომის რეგიონის ნიადაგი 2%-მდე წყალს შეიცავს. ასეთ შემთხვევაში რაკეტამატარებლის -Raptor, მეთანური ორიენტაცია შეიძლება ნაჩქარევიც არის. მეორეს მრივ, ბაზის არ ქონის შემთხვევაში, გაყინული წყლით მდიდარი ადგილების დაზვერვა ვერ მოხერხდება, თან საწვავისათვის საჭირო წყალბადის მიღების პროცესი ენერგოტევად ელექტროლიზის პროცესს მოითხოვს. მზის ბატერეებით საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიის მოპოვება ძალიან ძნელი იქნება, რადგან იქ, მზიური სინათლის ინტეტსივობა სამჯერ ნაკლებია.

 ბაზა, მარტო რაკეტა არ არის. მასაც და კოსმოსურ ხომალდსაც – Red Dragon(კომპანია SpaceX), კი ააგებენ, მარგამ სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემების შექმნა გაცილებით რთული იქნება: ზედაპირზე რადიაციის მაღალი დონეა(„ცნობისმოყვარე“: ადამიანი მარსულ რადიაციას გაუძლებს; რადიაციისგან არა მარტო მაგნიტური ველი გვიცავს), ესეიგი მიწისქვეშა ნაგებობების ამოთხრა იქნება საჭირო, თავისი ჰიდროსისტემებითა და ელქტროსადგურებით. 3D-პრინტერების დახმარების მიუხედავად, ბაზების დედამიწიდან განახლება იქნება საჭირო, ვინ გააკეთებს ამას ექსცენტრული ნახევრადმილიონერების წასვლის მერე? საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე ასეთი იდეა ვერ განხორციელდება, ხოლო დემოკრატიული ქვეყნები ამით ვეღარ დაინტერესდებიან, სუფთად პოლიტტექნოლოგიური მიზეზების გამო…

 ნათელი მომავალი?

 ჩინური კოსმოსური პროგრამების ხელმძღვანელი ცი ფაჟენი ჯერ კიდე 2006 წელს ამბობდა – ”ჩვენი მიზანი არა მარტო პილოტირებული მისიებია, არამედ კოსმოსში რეგულარული მუშაობისათვის საჭირო პირობების შექმნაც, მარსის, სატურნისა და კიდევ უფრო შორეული რეგიონების შესაწავლად”.

mars chineti albat  ამ კაცს ნამდვილად შეგვიძლია ვენდოთJ, რადგან ეს, მხოლოდ ფიარი არ არის(კომუნისტური პარტია არჩევნებში ისედაც გაიმარჯვებს). ჩინეთისთვის კოსმოსური პროგრამების განვითარება სახელმწიფოს სტრატეგიული განვითრების ელემენტია. თუ ეს ქვეყანა რევოლუციურის მაგვარმა ცვლილებების ტალღამ არ წააქცია, იქაური კოსმოსური სექტორის დაპირება 2030 წელს მთვარეზე ბაზების აშენების, ხოლო 2040-2060 წლებში კი მარსის კოლონიზაციის დაწყების შესახებ ნამდვილად ასრულდება. ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში, ალბათ, იგივე ტექნოლოგიები იქნება გამოყენებული, როგორებზეც ახლა იგივე SpaceX მუშაობს(ასტრომოყვარულებმა ჩინელების შეცდომა აღმოაჩინეს; პირველი ჩინელი ასტრონავტი(ტაიკონავტი) ქალი ორბიტაზეა; ჩინეთის სწრაფვა კოსმოსისკენ – ”ტიანგუნის” პირველი ეკიპაჟი; გამოშვებულია ჩინეთში).

Show Comments Hide Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *