პირველი ჩინელი ასტრონავტი(ტაიკონავტი) ქალი ორბიტაზეა

  ჩინეთმა კოსმოსში პირველი ქალი-ტაიკონავტი გააგზავნა. 2012 წლის 16 ივნისს რაკეტა-მატარებელმა ”ჩანჩჟენ 2F”-მა სტარტი კოსმოდრომ ცზიუციუანიდან აიღო, ასტრონავტებით ბორტზე. ეკიპაჟის სამი წევრიდან ერთ-ერთი ქლია, 33 წლის ლიუ იანი, წერს Agence France-Presse.

 ხომალდი 2011 წელს გაშვებულ ორბიტალურ მოდულს ”ტიანგუნ 1”-ს შეუერთდება და სამივე ტაიკონავტი კოსმოსში 10 დღეს გაატარებს.

 ჩინეთმა თავისი კოსმოსური პროგრამა 1956 წლიდან დაიწყო. პირველი ტაიკონავტი იან ლივეი კი კოსმოსში 2003 წელს გაფრინდა: მაშინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ, პირველად ისტორიაში, ჩინელი მოქალაქე თავისივე წარმობის ხომალდითა და რაკეტა-მატარებლით ორბიტაზე გაიყვანა(შენჩჟოუ).

 სულ 1963 წლიდან, როცა კოსმოსში პირველი საბჭოთა კოსმონავტი ქალი ვალენტინა ტერეშკოვა გაფრინდა, ორბიტაზე 50 ქალი იმყოფებოდა, მათ შორის 40 ა.შ.შ-ს მოქალაქეა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.