ტბის კვალი გეილის კრატერში

 ამერიკულმა მარსმავალმა „ცნობისმოყვარეობამ“ მარსზე უძველესი ტბის კვალი აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, სიცოცხლის გაჩენისათვის თავსებადი იყო(Science).

 ტბის კვლები ნანახი იქნა მონაკვეთზე სახელად Yellowknife Bay გეილის კრატერში, რომელშიც მარსმავალი 2012 წლის აგვისტოდან მუშაობს. დანალექი ქანების ანალიზმა აჩვენა, რომ დაახლოებით 3,6 მილიარდი წლის წინათ გეილის კრატერში მინიმუმ ერთი ტბა მაინც იყო.

 სავარაუდოდ, ტბაში მტკნარი წყალი იყო და ისეთ მნიშვნელოვან ქიმიურ ელემენტებს შეიცავდა, რომლებიც სიცოცხლის ჩასახვისათვის არის აუცილებელი: ნახშირბადი, წყალბადი, ჟანგბადი და გოგირდი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ წყალში უმარტივეს ბაქტერიებს შეეძლოთ არსებობა, როგორებიც ხემოლითოავტოტროფული ბაქტერიები არიან(ანუ ისინი ენერგიას არაორგანული ნაერთების დაჟანგვით იღებენ და ნახშირორჟანგს ნახშირბადის წყაროდ იყენებენ).

 მკვლევარები, თუმცა, ყურადღბას იმაზე ამახვილებენ, რომ მარსზე სიცოცხლის არანაირი ნიშნები ნაპოვნი არა არის. მათი თქმით, დღეისათვის ლაპარაკი მარტო ჰიპოთეტურ ტბაზე შეიძლება, რომელშიც მიკროორგანიზმების არსებობისათვის ხელსაყრელი პირობები იყო.

 მარსმავალი „ცნობისმოყვარეობა“ კოსმოსში 2011 წლის 26 ნოემბერს გაუშვეს, მარსზე ის 2012 წლის 6 აგვისტოს დაეშვა. მარსმვლის მთავარი ამოცანა წითელი პლანეტის გეოლოგიისა და ატმოსფეროს შესწავლაა, ასევე, შესაძლო სიცოცხლის კვლების ძებნა( წყალი ფსკერზე: ღრუბელი, ტბა , კრატერი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.