ზეახლის აფეთქება სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

საქმე იმაშია, რომ ვარსკვლავის აფეთქების დროს(აფეთქების ტიპის მიხედვით) ენერგიის ისეთი რაოდენობა გამონთავისუფლდება, რამდენსაც მზე ასხივებს თავისი არსებობის განმავლობაში(ანუ 10 მილირდი წლის განმავლობაში). ამ დროს მათი ელვარება რამდენიმე დღის განმავლობაში იმ გალაქტიკისას უტოდება, რომელშიც იგი აინთო და შეიძლება გადააჭარბოს კიდეც. ამიტომ ზეახლების აფეთქებათა დაფიქსირება ძალიან შორეულ გალაქტიკებშიც არის შესაძლებელი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩვენს გალაქტიკაში დედამიწასთნ ახლოს 2012 წელს შეიძება ზეახლი აფეთქდეს. თუ ეს მოხდა, გამოფრქვეულმა უზარმაზარმა ენერგიამ შეიძლება სერიოზული ზარალი მიაყენოს კაცობრიობას. თუმცა ასეთი ვარსკვლავის ახლო აფეთქების შანსი ძალიან მცირეა, ის მაინც არსებობს. ასტრონომები სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გვამშვიდებენ – ჩვენს გალაქტიკაში ასეთი აფეთქება 1-2ჯერ ხდება 100 წლის განმავლობაში.

არიან ასეთი აფეთქების კანდიდატებიც, თუმცა განგაშის ატეხვა ჯერჯერობით ადრეა. მაინც, თუ ზეახლის აფეთქება დედამიწიდან 50 სინათლის წლის რადიუსით მოხდა, გამოსხივებული ენერგია ჩვენი პლანეტის ოზონის სფეროს სერიოზულად დააზიანებს. ნებისმიერი პლანეტა, სადაც შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს, რაიმე სახის ზიანს აუცილებლად მიიღებს, მაგალითად: გამა ან რენტგენული გამოსხივების მაღალი დოზა.

იმედია ეს ყველაფერი თეორიადვე დარჩება და კაცობრიობას პრაქტიკაში ასეთი კატასტროფის თავის თავზე გამოცდა არ მოუწევს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *