”ვოიაჯერ 1”-ის გაფრენის დღე

სტარტიდან 34 წელი გავიდა. მისი მთავარი ამოცანაა მზის სისტემის კიდეების კვლევა, აგრეთვე იუპიტერის და სატურნის შესწავლა.

დღევანდელი დღისთვის ”ვოიაჯერ 1” ფაქტიურად მზის სისტემის საზღვრებს გაშორდა, თუმცა ის აგრძელებს მუშაობას. მისია 2025 წელს დასრულდება. ორივე ვოიაჯერების ფუნქციონირების ვადა უკვე გავიდა, მაგრამ ისინი მაინც ნორმალურად მუშაობენ რადიოიზოტოპებიანი თერმოელექტრული გენერატორების ხარჯზე.

მთელი მსოფლიოს ასტრონომებმა და პლანეტების მკვლევარებმა ”ვოიაჯერ 1”-ის საშუალებით პირველად მიიღეს იუპიტერის და სატურნის ბუნებრივი თანამგზავრების დეტალური ფოტოები. ”ვოიაჯერ 1” მოძრაობს ყველა დანარჩენ კოსმოსურ ზონდებზე სწრაფად, ეს მან სპეციალური გრავიტაციული მანევრების სშუალებით მოახერხა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.