ჰიგსის ბოზონი არ აღმოუჩენიათ

კოლაბორაცია ATLAS-ის იფიციალურმა წარმომადგენელმა((Fabiola Gianotti) განაცხადა, რომ აჟიოტაჟი ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის შესახებ არ შეეფერება სინამდვილეს. მონაცემები ჰიგსის ”გამოჭერის” შესახებ მათემატიკოს პიტერ ვოიტის ბლოგზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა.

 

ბგერითი ტალღები კოსმოსური სიმების ფორმაზე მოქმედებენ

კოსმოსური ”სიმები” – ეს არის ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთშორის სივრცეებში განაწილებული გაზი. უცნაურია, რომ ყველა ასეთი ძაფი ერთნაირი სიგანისაა, რაც მათი ფორმირების საიდუმლოს ამოხსნის გასაღებია. ეს ძაფები უზარმაზარი ზომისაა, ათეულობით სინათლის წლის, ხოლო მათ გასწვრივ, ყველაზე შესქელებულ ადგილებში, ვარსკვლავური გროვები იმყოფებიან. ერთი ასეთი გროვა არწივის თნავარსკვლავედში ასემდე ახალგაზრდა ვარსკვლავს შეიცავს.

 

ნადირობა ირმის ნახტომის მასიურ ვარსკვლავებზე

ასტრონომები მუხლჩაუხრელად აგრძელებენ ჩვენი გალაქტიკის მასიურ ვარსკვლავებზე ნადირობას. ამ გალაქტიკური მასშტაბების ძებნაში, ისინი იყენებენ ტელესკოპებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი მგრძნობელობით ინფრაწითელი და რენტგენის გამოსხივების მიმართ. ამასთან ერთად ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ზემასიური ვარსკვლავები რენტგენის დიაპაზონშიც ასხივებენ.

 

კოსმოსური მასშტაბების ავარია

  შეჯახებამ, რომელიც 100 მილიონი წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, გაზისა და მტვრის ღრუბლებში მილიონობით ვარსკვლავის ჩამოყალიბება გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მასიურებმა უკვე გაიარეს განვითარების მთელი ციკლი და აფეთქდნენ როგორც ზეახალი ვარსკვლავები.

ირმის ნახტომი მიკროტალღურ დიაპაზონში

ჩვენი გალაქტიკა — ირმის ნახტომი. ამ ხელოვნურად შეფერადებულ პანორამულ ფოტოზე ის გვერდხედით მოჩანს. ეს არის მიკროტალღური გამოსხივების მონაცემებით შედგენილი მთლიანი ცის რუქა, პლანკის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის ერთი წლის მუშაობის შედეგი.

 

არის თუ არა ოფიციალურად დადასტურებული უცხოპლანეტელების არსებობა?(თემური)

უცხოპლანეტელების არსებობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, მათ შორის არც მიკრობების დონეზე, არც რაიმე რადიოსიგნალია მიღებული კოსმოსიდან, მხოლოდ ვარაუდები… ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ საჯაროდ გამოაქვეყნა ამ თემასთან დაკავშირებული ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი, თუმცა უფრო მაღალი დონის არც ერთ პოლიტიკოსს არ დაუდასტურებია ამ მასალების უტყუარობა.