კოლაიდერზე 2011 წლის შემეცნებითი პროგრამის პროტონული ნაწილი დამთავრებულია

კოლაიდერზე 2011 წლის შემეცნებითი პროგრამის პროტონული ნაწილი დამთავრებულია. კვირას, 30 ოქტომბერს დიდ ადრონულ კოლაიდერზე ჩატარდა პროტონული კონების შეჯახებათა ბოლო სეანსი. 2011 წელს კლაიდერმა დაგეგმილზე უკეთესად იმუშავა.

 

9 ნოემბერს ასტეროიდი მთვარესა და დედამიწას შორის გაივლის

ნასას მეცნიერები ასტეროიდ 2005 YU55-ის დეტალურ კვლევას ჩაატარებენ, როცა ის დედამიწას უფრო ახლო მანძილზე ჩაუვლის ვიდრე მთვარეა.

 

 

საფრანგეთში კერძო ბინას მეტეორიტი დაეცა

პარიზი,14 ოქტომბერი. უნიკალური მოვლენა მოხდა საფრანგეთში – ერთ-ერთი ბინის სახურავს მეტეორიტი დაეცა. ქათმის კვერცხის ზომის ქვა სახლის მეპატრონეებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც შვებულებიდან დაბრუნდნენ და ჭერში ნახვრეტი შეამჩნიეს, რომლიდანაც წყალი წვეთავდა.

 

ერისი პლუტონზე დიდი არ არის

  ასტრონომებმა ბრუნო სიკარის(საფრანგეთი) ხელმძღვანელობით დაადგინეს, რომ ერიდა პოლუტონზე დიდი არ არის, პირიქით რამდენიმე კილომეტრით პატარაა. ნაშრომი პუბლიკაციისთვის ჟურნალ Nature-შია მიღებული, მოკლედ კი ამის შესახებ ბლოგ Scientific American-ზე დაიწერა.

ისევ კოსმოსური ოქროს შესახებ

 ბევრი მძიმე ელემენტი ვარსკვლავების სიღრმეებში სინთეზირდება, ოღონდ ეს ეხება ატომებს რკინამდე. უფრო მძიმე ელემენტების წარმოშობის ადგილი აქამდე უცნობი რჩებოდა, სანამ მეცნიერებმა უფრო ეფექტური და სიმართლესთან ახლოს მდგომი ახსნა არ მოძებნეს.

ევროპის სამხრეთული ობსერვატორია განცხადებას „უცხო-პლანეტებზე“ 12 სექტემბერს გააკეთებს

ევროპის ობსერვატორია აცხადებს, რომ ის 12 სექტემბერს დაასახელებს იმ მნიშვნელოვან აღმოჩენას, რომელიც სხვა პლანეტებთანაა დაკავშირებული.

 

 

გიგანტური კოსმოსური ავარიის დეტალები

ასტრონომებმა გალაქტიკური გროვა Abell 2744-ის ფორმირების დეტალები გაარკვიეს. ამ ობიექტის კვლევა რამდენიმე ტელესკოპით ხდებოდა, რომლებიც სხვა და სხვა დიაპაზონებში მუშაობენ. გაირკვა, რომ ეს გროვა გალაქტიკების, გაზებისა და ბნელი მატერიის შემცველი ოთხი გროვას შეჯახებით ჩამოყალიბდა.