28.11.2024.
წყალს მარსზე ახალი მეთოდით მოძებნიან

მარსის ზედაპირზე მარსმავალ ”ოპორტუნიტის” მიერ მინერალის(იაროზიტი) აღმოჩენამ, რომლის შემადგენლობაშიც კალიუმისა და რკინის სულფატები შედიან, მეცნიერებს საშუალება მისცა გაეკეთებინათ საინტერესო დასკვნები.
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ

მარსის ზედაპირზე მარსმავალ ”ოპორტუნიტის” მიერ მინერალის(იაროზიტი) აღმოჩენამ, რომლის შემადგენლობაშიც კალიუმისა და რკინის სულფატები შედიან, მეცნიერებს საშუალება მისცა გაეკეთებინათ საინტერესო დასკვნები.

ასტრონომებმა პირველად შეადგინეს რეიონიზაციის, ნეიტრალური წყალბადის იონიზაციის პროცესის ეპოქის დროებითი სკალა(შედეგად, სამყარო ულტრაიისფერი სხივებისთვის გამჭვირვალე გახდა. arXiv.org.)

ნეიტრინოს ზემაღალი სიჩქარის დაფიქსირება GPS-ის მუშაობის პრინციპებით შეიძლება იყოს გამოწვეული. 2011 წლის სექტემბერში დეტექტორ OPERA-ზე მიღებული მონაცემების ასეთი ახსნა გამოქვეყნდა arXiv.org-ზე.

ურანს თავისი ღერძი მზის სისტემის გამორჩეულ პლანეტად აქცევს. ადრე ითვლებოდა, რომ ურანის ასეთი უცნაურობა ერთმა დიდმა შეჯახებამ გამოიწვია, თუმცა ახალი კვლევები ამ დასკვნას უარყოფენ.
გამოიყენეს რა ერთბაშად ხუთი კოსმოსური ტელესკოპი, ასტრონომებმა გაარკვიეს შავი ხვრელის მიერ მისი შემომფარგვლელი გარემოდან ნივთიერებების შთანთქმის მექანიზმის დეტალები. ამის შესახებ წერს ჟურნალი Astronomy and Astrophysics, მოკლედ კი ნიდერლანედების კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის საიტი.

30 სექტემბერს, 28 წლიანი მუშაობის მერე, გაჩერებულ იქნა ამერიკული პროტონ-ანტიპროტონული კოლაიდერი ტევატრონი, რომელიც ჩიკაგოში, ენრიკო ფერმის სახელობის ნაციონალურ ლაბორატორიაში მდებარეობს.
ასტროფიზიკოსმა უესლი ტრაუბმა რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან(JPL) დაადგინა, რომ მზისმაგვარ ვარსკვლავთა მესამდს ორბიტაზე აქვს ეკზოპლანეტა, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას. მისი ნამუშევარი ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

დანიელმა ასტრონომებმა აინშტაინის ფარდობითობის და მისი რამდენიმე ალტერნატიული თეორია შეამოწმეს. მათი ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში, მოკლედ კი კოპენჰაგენის უნივერსიტეტისა და ScienceNOW-ს პრესრელიზში.

24 სექტემბერს დილით, მზის დინამიკის კოსმოსურმა ობსერვატორიამ დააფიქსირა ძალიან ძლიერი X1.9. კატეგორიის ამოფრქვევა მზეზე.