როგორ ანადგურებს ვარსკვლავი პლანეტას

ყველაზე ცხელი პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში შეიძლება ყველაზე მოკლე დროში განადგურდეს. განწირულ პლანეტას ამჟამად თავისივე შემქნელი ვარსკვლავი „ჭამს“. სრულ განადგურებამდე დაახლოებით 10 მილიონი წელი დარჩა.
პლანეტა სახელად  WASP-12b იმდენად ახლოსაა თავის, მზისმაგვარ ვარსკვლავთან, რომ თითქმის 1500 გრადუსამდე ცხელდება და ძლიერი გრავიტაციისაგან გაწელილი ბურთის ფორმას იღებს. ატმოსფერო სამი იუპიტერის რადიუსის გახდა და თავის მატერიას ვარსკვლავისეკენ აფრქვევს.

ზეახლების ახალი ტიპი

10 000 სინათლის წლის მანძილზე დედამიწიდან, მკვდარი ვარსკვლავის დამწვარი ბირთვი კომპანიონი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. მას სიცოცხლის არანაირი ნიშანი არა აქვს, თუმცა იქცევა როგორც “კოსმოსური ვამპირი”, იწოვს გაზს მეზობლისგან და მომენტს ელოდება(ვიდეო).

 

პერსევსის GK – 1901 წლის ახალი ვარსკვლავი

საუკუნის დასაწყისში პერსევსის GK ყველაზე ელვარე ვარსკვლავად იქცა პლანეტა დედამიწის ცაზე. აფეთქების დროს გამოტყორცნილი ნივთიერება გაფართოებას აგრძელებს და ნისლეულად იქცევა, რომლსაც ნისლეული ფეიერვერკი შეარქვეს(ვიდეო).

 

ზეახლის დეტონაციის კომპიუტერული მოდელი

  კომპიუტერულმა მოდელირებამ მეცნიერებს საშუალება მისცათ  Ia-ს ტიპის ზეახლების აფეთქების დროს მოქმედი პროცესები დაენახათ. მკვლევარებმა შედეგები ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს(ბალტიმორში), ხოლო მოკლედ ამის შესახებ საზოგადოების საიტზე დაიწერა(pdf).