სიცოცხლე ეკზოპლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე

 სიცოცხლისათვის შესაფერისი ეკზოპლანეტებისა და ასეთივე პირობების მქონე მათი თანამგზავრების ძებნა გრძელდება. რას  აღმოაჩენენ ასტრონომები სხვა პლანეტებზე?

საზღვრებში მოქცეული სიცოცხლე

 დღეისათვის ასეულობით სხვა და სხვა ტიპის ეკზოპლანეტაა აღმოჩენილი, გამდნარი ლავით თუ გაყინული ჯავშნით დაფარული ზედაპირებით. თუმცა ამ ძიებების მთავრი მიზანი ”პატარა ცისფერი წერტილია”, პლანეტა, რომელიც ჩვენსას ჰგავს, თითქმის იდეალურად, სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პუნქტით.

მარსის შემსწავლელმა ლაბორატორიამ „ცნობისმოყვარეობა“ კოსმოსური რადიაციის მონაცემთა შეგროვება დაასრულა

 მარსმავალმა  MSL “curiosity”-მ კოსმოსური რადიაციის მონაცემთა შეგროვება დაასრულა, რომელსაც იგი წითელი პლანეტისაკენ მიმავალ გზაზე ფრენის დროს აკეთებდა(NASA).

ევროპას ოკეანედან წყალი ზედაპირზეც ამოდის

  მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იუპიტერის თანამგზავრის, ევროპას სიღრმეში არსებული ოკეანედან ნივთიერებები ყინულოვან ზედაპირზე ხვდებიან(ScienceNow).

რამდენ ხანში იშლება ურანი?(ლევანი)

  ურანის გამოღვიძება არასწორი ტერმინია, ურანს სულ „ღვიძავს“, ის რადიოაქტიურია ბუნებრივად და რადოიაქტიურ დაშლას განიცდის. რადიოაქტიურ ელემენტებს განსხვავებული დაშლის პერიოდი აქვთ, ზოგს იმდენად დიდი, რომ პრაქტიკაში მათ ნახევრად დაშლის პერიოდს იყენებენ, რათა არ მოხდეს ძალიან დიდი ციფრებით მანიპულირება. მაგალითად, ურანი 235, რომელიც ატომური საწვავის მთავარი ელემენტია, ნახევრად დაშლის პერიოდი 235U 7,13×108 წელს უტოლდება.