M33 – გალაქტიკა სამკუთხედში

ჩრდილოეთის ცის პატარა თანავარსკვლავედში, სახელად სამკუთხედი, მდებარეობს სპირალური გალაქტიკა M33, რომელიც ჩვენსკენ “სახითაა” შემობრუნებული. გალაქტიკის დიამეტრი 50 ათასი სინათლის წელია. ზომებით ის მესამეა ადგილობრივი ჯგუფის გალაქტიკებში, ანდრომედასა და ჩვენი გალაქტიკის მერე.