”მარსის მზვერავმა” მგონი, თხევადი წყალი აღმოაჩინა

ნასას მრავალფუნქციურმა საპლანეტათშორისო ავტომატურმა სადგურმა, რომელიც 2005 წლის 12 აგვისტოს გაუშვეს, მარსს 2006 წელს მიაღწია და ახლაც განაგრძობს კვლევით სამუშაოებს წითელი პლანეტის ორბიტაზე. ახლახანს პროექტის წარმომადგენლებმა, რომელიც ნასას 720 მილიონი დოლარი დაუჯდა, განაცხადეს, რომ აპარატმა თხევადი წყლის კვლები აღმოაჩინა.