ნიუტონის კანონები

 ნიუტონის კანონები, ფიზიკის ისტორიაში იმ დროისათვის დაგროვილი ცოდნის ერთად თავმოყრის საუკეთესო მაგალითია, რომელსაც ახლა კლასიკურ მექანიკას უწოდებენ. შეიძლება ითქვას, რომ მოძრაობის ნიუტონისეული კანონებით თანამედროვე ფიზიკის, საერთოდ ბუნების შემსწავლელი მეცნიერების, ისტორიის ათვლა დაიწყო.

კომპლემენტარობის პრინციპი

  სივრცეში ენერგიის გადაცემა ნაწილაკების ან ტალღების საშუალებით ხდება. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ მაგიდის ნაპირზე დადებული დომინოს ქვა, რომლის მაგიდიდან გადაგდება ორი ხერხითაა შესაძლებელი.

ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელი

 სტანდარტული მოდელი – ეს არის ელემენტარული ნაწილაკების აღნაგობისა და ურთიერთქმედების თანამედროვე თეორია, მრავალჯერ გადამოწმებული ექსპერიმენტებით.

ბორის ატომი

როცა ჯონ დალტონმა ნივთიერების აღნაგობის ატომური თეორია წარმოადგინა, მის წარმოდგენაში ატომებს განუყოფელი, ბილიარდის მიკროსკოპული ბურთების მაგვარი სახე ჰქონდათ. თუმცა, მთელი XIX ასწლეულის განმავლობაში აშკარა ხდებოდა, რომ ასეთი მოდელი მიუღებელია.

 

ატომი

 წარმოდგენა ელემენტარულ ნაწილაკებზე ეფუძნება ნივთიერების დისკრეტულობის ფაქტს, ის არსებობს როგორც მატერიის ასევე ენერგიის სახით(ელემენტარული ნაწილაკები, ენერგია და ნივთიერება ერთი და იგივეა, E=mc²). ზოგიერთ ნაწილაკს რთული შიდა სტრუქტურა გააჩნია, თუმცა მათი ნაწილებად გამოყოფა შეუძლებელია. სხვებს არ გააჩნიათ სტრუქტურა, მათ ფუნდამენტალურებს უწოდებენ.