ბნელი მატერიისგან შემდგარი გალაქტიკები

  წყალბადის განაწილება გალაქტიკა M51-ში . “მორევი” იქცა ერთ-ერთ შესადარებელ ნიმუშად, რომელმაც დაამტკიცა ახალი მეთოდის მართებულობა უხილავი მასიური ობიექტების ძებნის საქმეში(ჯვრით ნაჩვენებია თანამგზავრი გალაქტიკა)(ილუსტრაცია Sukanya Chakrabarti/UC Berkeley).

გალაქტიკის ნარჩენები

 

მეცნიერებმა პოტსდამის ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან ჩვენს გალაქტიკაში აღმოაჩინეს სხვა უფრო მცირე, მეზობელი გალაქტიკის ნარჩენები. აღმოჩენილ ვარსკვლავთა ჯგუფს მერწყულის ნაკადი უწოდეს.

 

რატომ არ ვარდება დედამიწა მზეზე?(KAI)

პასუხი კითხვაზე ჩვენს მომხმარებელ KAI-ს

მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ დედამიწა ყოველთვის მზეზე ვარდება, თუმცა ვერა და ვერ ახერხებს ამას. აგერ უკვე 5 მილიარდი წელია ის განუწყვეტლად მოძრაობს თავის ორბიტაზე, ამ მოძრაობაში ერთმანეთთან არის შერწყმული განუწყვეტელი მზისკენ ვარდნა და მოძრაობა(რომელიც დედამიწამ “მემკვიდრეობით მიიღი თვითონ მზის სიტემის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზე) მნათობის საწინააღმდეგო მიმრთულებით, ასეთი წონასწორობის გამო საშუალო მანძილი დედამიწიდან მზემდე თითქმის არ იცვლება.

როგორ გაჩნდა სამყარო და რა ძალა ამოძრავებს მასში არსებულ მატერიას?(KAI)

 ჩვენი სამყარო(ითვლება, რომ არსებობენ სხვა სამყაროებიც) 13,7 მილიარდი წლის წინათ თავმოყრილი იყო ერთ წეერტილში და ის არანაირი ნივთიერებების ნაზავს არ წარმოადგენდა. ნივთიერებები გაჩნდნენ შემდეგ, ვარსკვლავების გაჩენასთან ერთად. მსუბუქი ვარსკვლავები “მსუბუქი” ნივთიერებების წყაროებად იქცნენ(დიდი აფეთქების მერე უმსუბუქესი წყალბადის ატომი უკვე არსებობდა, ის სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტია), ასტრონომიაში წყალბადზე და ჰელიუმზე მძიმე ნივთიერებებს მეტალებს უწოდებენ. ამ “მეტალების” და ნამდვილი მეტალების წყარო მძიმე ვარსკვლავები არიან, 3-ჯერ და უფრო მასიური ვიდრე მზეა.