აპრილის მეტეორული წვიმა

 14-30 აპრილი, ცას გაანათებს ძლიერი მეტეორული ნაკადი – ლირიდები (შემოსვლის რადიანტით ქნარში), პიკით 22 აპრილს – 18 მეტეორამდე საათში. პიკი ჩვენი დროით 17:30-ზე უწევს, თუმცა მეტეორების შემჭრის ნახვვა ღამეც იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით, მზის ამოსვლამდე, სანამ რადიანტი ჰორიზონტს მაღლა იქნება. ცნობილია  ჩვენს წელთ აღრიცხავმდე 687 წლიდან. მეტეორების დიდი რიცხვი დაიმზირებოდა 1982 წელს — 90 შემოჭრა საათში. ეს ნაკადი, კომეტა C /1861 G1 (ტეტჩერი)-ს უკავშირდება, რომელიც 415 წლიანი პერიოდით ბრუნავს მზის გარშემო და ორბიტაზე თავის ფრაგმენტებს ტოვებს.

 ამ ნაკადის დაკვირვებისთვის საუკეთესო დროა შუაღამიდან, მზის ამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე. იმისათვის, რომ მეტეორულ წვიმას დავაკვირდეთ, არ არის საჭირო არანაირი მოწყობილობა, ისინი შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, მთავარია ცა იყოს მოწმენდილი, სანახაობას კი სავსე მთვარე და ღრუბლები არ გადაეფაროს წინ. გადაღებისთვის გამოსადეგია ირმის ნახტომის გადაღების მეთოდი (სხვა “წვიმები“, პერსეიდები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.