ასტრონომებმა სხვა სამყაროს კვალი აღმოაჩინეს

  რელიქტური გამოსხივების რუქა(WMAP). მიკროტალღური, სამყაროს ფონური გამოსხივების ანალიზის დროს ასტრონომებმა გამოუცნობი ე.წ. ”ბნელი დინება” აღმოაჩინეს. სპეციალისტთა აზრით ეს შეიძლება სხვა სამყაროს არსებობაზე მიუთითებდეს.

გაქცეული ვარსკვლავი გველისმჭერის ძეტა

  ნასას მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვარსკვლავი, რომელიც თავის ძველ კომპანიონს გაექცა. ის მაღალი სიჩქარით მოძრაობს გაზისა და მტვრის ვარსკვლავურ ღრუბელში და რკალის მაგვარ ტალღას წარმოქმნის(ყვითელი რკალი ფოტოზე).

დაკარგული კრატერი


 ბაზა ”ფრა მაურო” – გორაკებიანი და კრატერირებული ადგილია მთვარეზე, მას ”აპოლონ-14”-ის ეკიპაჟი 1971 წელს იკვლევდა.

დამალული მასა

 გამოკვლევის ავტორებმა გამოიყენეს ობსერვატორია Keck-ის(ჰავაი) ტელესკოპი და დაადგინეს, რომ სამყაროში ვარსკვლავების საერთო რიცხვი, როგორც ჩანს, სამჯერ მეტია იმაზე რამდენიც აქამდე ეგონათ.

კოსმოსური სიმების კვალი

  გალაქტიკაზე ათასჯერ უფრო გრძელი უცნაური სტრუქტურის კვალი აღმოაჩინეს რობერტ პოლტისმა და დეიან სტოიკოვიჩმა ბუფალოს უნივერსიტეტიდან(UB).

მანქანური ცივილიზაცია

  მთავარი ასტრონომი არამიწიერი ცივილიზაციების მაძიებელი ინსტიტუტიდან SETI, სეთ შოსტაკი, არესიბოს ტელესკოპით უკვე ნახევარი საუკუნეა უცხოპლანეტელებისგან გამოგზავნილი სიგნალის დაჭერას ცდილობს.

“თხუნელას ორმო – ვარსკვლავები”

  თხუნელას ორმოებს ფანტასტიკური ფილმების და მოთხრობების გმირები სამყაროში სამოგზაუროდ იყენებენ, თუმცა ასეთი ტიპის ბუნებრივი ობიექტების არსებობაზე მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ.

აქტიური მზე

  ხანგრძლივი მინიმალური აქტიურობის მერე მზე აღარ არის ისეთი წყნარი. მზის დინამიკის კოსმოსურმა ობსერვატორიამ(SDO) მნათობის სურათები ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაიღო. მასზე სამხრეთ ნახევარსფეროს აქტიური ზონაა გამოსახული. პირობითი ფერებით შექმნილი ფოტო 1 მილიონ გრადუსზე მეტად გაცხელებულ პლაზმას გვიჩვენებს.