უცნაური კრატერები ჰიპერიონზე

 რა დევს ჰიპერიონის უცნაური კრატერების ფსკერზე? ზუსტად არავინ იცის. ამის გასარკვევად, რობოტიზირებულმა აპარატმა – “კასინი“, რომელიც სატურნის ორბიტაზე მოძრაობდა, ორჯერ ჩაუფრინა ამ ღრუბლის ფორმის ბუნებრივ თანამგზავრს და უპრეცედენტოდ დეტალური სურათები (2005 – 2010 წლებში) გადაუღო. 2005 წლის ფოტო, რომელიც აქ ხელოვნური ფერებითაა წარმოდგენილი, ჰიპერიონის უცნაური ზედაპირის და კრატერების დემონსტრირებას ახდენს. კრატერების ფსკერზე ჩანს გაურკვეველი წარმოშობის შავი ფერის ნივთიერება. ზოგან მისი სისქე ათეულობით მეტრს აღწევს (ალბათ სატურნის რგოლებიდან ილქება). ჰიპერიონის დიამეტრი სულ რაღაც 250 კილომეტრია. თანამგზავრი ქაოსურად ბრუნავს, აქვს ძალიან პატარა სიმკვრივე, როგორც ჩანს მისი წიაღის ძირითადი ნაწილი სიცარიელეებს უკავია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.