მუდმივად ცვლადი შტორმი ვენერაზე

 ახალი კვლევა აჩვენებს, რომ უზარმაზარი ციკლონი, ვენერას სამხრეთ პოლუსზე, შემადგენელ ნაწილებად იშლება, შემდეგ კი ისევ ერთ მთლიანობად იკვრება(Nature Geoscience).

ვულკანები ვენერაზე

 ექვს წლიანი მუშაობის განმავლობაში ზონდი ”ვენერა ექსპრესი” პლანეტის ატმოსფეროში გოგირდის დიოქსიდის რაოდენობის მუდმივ ცვლილებებს აფიქსირებს. შესაძლებელია, ეს მათი, ვენერას ლეგანდარული ვულკანების გამო ხდება(ESA).

შატლის შესვლა ატმოსფეროში

ეს კაშკაშა ზოლი ორბიტიდან გადაღებული, შატლის უკანასკნელი ფოტოა. ერთი კვირის წინ კოსმოსური ბორანი ”ატლანტისი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ჩამოშორდა, ბოლოჯერ აანთო თავისი რეაქტიული ძრავები, დაკარგა ორბიტალური სიჩქარე და ქვასავით გაექანა ისევ დედამიწისკენ.