მუდმივად ცვლადი შტორმი ვენერაზე

 ბოლო ექვსი წლის მანძილზე პლანეტაზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ეს ”ხანგრძელი” შტორმი მუდმივად ევოლუციონირებს. ამ ფაქტმა ვენერას უჩვეულო ამინდთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა.

 2006 წელს, როცა კოსმოსური აპარატი ”ვენერა ექსპრესმა(Venus Express, VEX) ვენერამდე მიაღწია, მის სამხრეთ პულუსზე ციკლონისმაგვარი სტრუქტურა იქნა შემჩნეული, დედამიწისეულ ძლიერ შტორმებზე ოთხჯერ მეტი ზომებით. 1979 წელს ”Pioneer Venus”-ის მიერ დანახულ ციკლონის მსგავს წარმონაქმნზე, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, აპარატმა საკმარისად ბევრი მონაცემი შეაგროვა(ვენერას მზვერავები).


 ორი კოსმოსური აპარატით მიღებული მონაცემების საფუძველზე მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ გიგანტური ქარიშხალი მუდმივ მოძრაობაშია.

 მიზეზი გმოცანად რჩება, რომლის ამოხსნასაც მეცნიერები უხლოესი მომავლისთვის ვარაუდობენ. მათ ვენერას ატმოსფეროს ზედა და ქვედა ფენები ინფრაწითელი სპექტრომეტრის(VIRTIS) საშუალებით შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ქარიშხალი ”მრავალფენიან სტრუქტურას” წარმოადგენს, თან ყოველ მათგანს სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარე თავისი ბრუნვის ცენტრი გააჩნია. ყოველი ფენა სხვებისგან, აქტიურობის დონით გამოირჩევა, მთლიანობაში კი შტორმი მუდმივად ვითარდება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.