ასტრონომებმა ვენერას დღე-ღამის ხანგრძლივობა გაზარდეს

 პირველი მონაცემები ვენერას დღის ხანგრძლივობის შესახებ აპარატებმა ”მაგელანმა” და ”ვენერამ” 80-90-იან წლებში გადმოსცეს. აპარატები პლანეტის ზედაპირზე რელიეფის ობიექტთა მდებარეობის ცვლილებას რადარის საშუალებით აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ვენერას დღე ძალიან დიდ ხანს გრძელდება და იგი 243,0185 დედამიწისეულ დღეს უტოლდება.

 

ვენერას ღრუბლების სტრუქტურა. გადაღებულია ულტრაიისფერ დიაპაზონში(NASA/Pioneer Venus Orbiter).

 ახალი ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები, რომლებიც ”Venus Express”-მა შეაგროვა, ის ახლაც ვენერას ორბიტაზე იმყოფება. ზონდის ბორტზე არსებულ სპექტრომეტრ VIRTIS-ს სქელი ღრუბლების იქეთ შეუძლია რელიეფის დეტალების დანახვა, მეცნიერებს კი ახალი მონაცემების ძველთან შედარება – ვენერას დღე 6,5 წუთით მეტ ხანს გრძელდება, ანუ 243,023 დღე.

 განსხვავების მიზეზი უცნობია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ვენერას დღის ხანგრძლივობის ვარიაცია ამინდზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, მაგალითად, ქარების ქროლვის მიმართულება. დედამიწაზე ასეთი ვარიაციები საშუალო მონაცემიდან 1 მილიწამიან გადახრას იწვევენ. ამასთან ერთად, ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ ამგვარი ვარიაციები უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა გახდეს შესამჩნევი.

 ”Venus Express”-ი 2005 წლის ნოემბერში კოსმოდრომ ბაიკანურიდან რაკეტამატარებელ ”სოუიზ”-ით გაუშვეს. ზონდმა ვენერას 2006-ის აპრილში მიაღწია. ამ დროიდან იკვლევს ის დედამიწის მეზობელი პლანეტის ატმოსფერულ მოვლენებს. ამ მომენტისთვის აპარატის სამუშაო ვადა 2012 წლის დეკემბრამდეა გაზრდილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.