კოლაიდერის სამუშაო გეგმა 2012

 იგეგმება ენერგიის აწევა ახლანდელი 3,5-დან 4 ტევ-მდე. სიფრთხილე იმასთანაა დაკავშირებული, რომ რაც უფრო მაღალია ენერგია, მით მეტი უნდა იყოს ზეგამტარი მაგნიტების მიერ გამომუშავებული მაგნიტური ველი, ანუ მათი მწყობრიდან გამოსვლის რისკი მაღალია, რამაც ექსპერიმენტების რამდენიმე თვით გაჩერება შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, წინა წელს ჩატარებული შემოწმებები და დამატებული ახალი აპარატურა ენერგიის 4ტევ-მდე აწევის საშუალებას იძლევა. მეცნიერული თვალსაზრისით ენერგიის მომატება ხელსაყრელია – ამ დროს იშვიათი პროცესები უფრო ხშირად ხდება(მაგალითად, ჰიგსის ბოზონი 20-30%-ით მეტჯერ უნდა გაჩნდეს, ხოლო ჰიპოთეტური, რამდენიმე ტევ. მასის ნაწილაკები 2-3-ჯერ მეტჯერ).

 მთავარი მიზანი 2012 წლისთვის არის იმდენი სტატისტიკის დაგროვება, რომ დეტექტორებმა ATLAS და CMS-მა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინონ(ან საერთოდ უარყონ) ჰიგსის ბოზონი. სტატისტიკის დაგროვების ტემპის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამის გაკეთება ამაჩქარებელს შეუძლია.

 სავარაუდოდ, ამ წლის დასრულების მერე კოლაიდერი 2014 წლის სექტემბრამდე იქნება გაჩერებული, რათა მოხდეს აპარატურის მომზადება. ამით შესაძლებელი გხდება ენერგიის 6,5 ტევ-მდე აყვანა(პროექტული 7ტევ. ნაკლებად შესაძლებელია), რაც კიდევ უფრო გაზრდის ნათობას. კოლაიდერის მომდევნო ჩართვის ზუსტ თარიღს ტექნიკოსები ვერ ასახელებენ, არ სურთ შეიზღუდონ თავისუფალი მოქმედების საშუალება: თუ ნათობა ნელ-ნელა აიწევს, მაშინ კოლაიდერი რამდენიმე თვით მეტ ხანს იმუშავებს.

 2012 წლის ბოლოს იგეგმება განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა – პროტონების შეჯახება (ტყვიის)ბირთვებთან(LHC).

http://www.youtube.com/watch?v=msNosEi4Ys4

ვირტუალური მოგზაურობა კოლაიდრში.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.