LARES-ი აინშტაინის ფარდობითობას კიდევ ერთხელ გადაამოწმებს

”ვეგას” კლასის პირველი რაკეტა-მატარებელი საფრანგეთის გვიანას კოსმოდრომიდან გაუშვეს. სტარტის პირდაპირი ტრანსლაცია ევროპის კოსმოსური სააგენტოს(ESA) საიტზე ხდებოდა.

 სააგენტოში ამ გაფრენას ”საკვალიფიკაციოს” უწოდებენ. მატარებლის ბორტზე ცხრა მცირე ზომის თანამგზავრია – ორი სრულფასოვანი LARES და ALMASat-1, ასევე შვიდი მიკროთანამგზავრი იტალიის, რუმინეთის, უნგრეთის, საფრანგეთისა და ესპანეთის უნივერსიტეტებიდან.

 ყველაზე უფრო დიდ ინტერესს LARES-ი იწვევს – 400 კილოგრამინი თანამგზავრი, აღჭურვილი 92 სარკით. დედამიწიდან მკვლევარები თანამგზავრის მიმართულებით ლაზერულ იმპულსებს გააგზავნიან და მის არეკვლას დააკვირდებიან. მიღებული მონაცმებით მოხდება აინშტაინის ფარდობითობის თეორიის კიდევ ერთი გადამოწმება.

 მაგალითად, აპარატი რეკორდული სიზუსტით გაზომავს ე.წ. ლენზე-ტირინგის ეფექტს – ცვლილება გიროსკოპის პრეცესიაში მასიური მბრუნავი ობიექტის ახლოს(გამოწვეული ე.წ. კოორდინატთა ინერციული სისტემის გაზრდით).

 ამჟამად ევროპის კოსმოსურ სააგენტოს მსუბუქი კლასის მხოლოდ ერთი რაკეტა აქვს ”არიან-1”, რომელიც, თუმცა, კონკურენციას ვერ უწევს რუსულ ”როკოტს”, ასევე პერსპექტიულ ”სოიუზ 2,1”-ს. ”ვეგა” სწორედ ხსენებული რუსული რაკეტების კონკურენტი იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.