ცნობილია, რომ სამყაროს მასის 22% ბნელ მატერიაზე მოდის, 4,5% კი ჩვეულებრივზე. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორ არის განლაგებული ბნელი მატერია კოსმოსში.
ტოკიოს უნივერსიტეტის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გალაქტიკებს არა აქვთ მკვეთრად გამოხატული, მატერიით წარმოდგენილი საზღვარი. ვარსკვლავური გროვები, მეცნიერთა მონაცემებით, მხოლოდ კვანძები არიან, რომელთა შორისაც ბნელი მატერიაა გადაჭიმული. ეს გალაქტიკის მასის ცნებას ცვლის, რადგან ვარსკვლავური გროვები არ წარმოადგენენ სივრცის ცალკეულ წარმონაქმნებს.
აინშტაინის ფარდობითობის თეორიის შესაბამისად, გალაქტიკა, როგორც ნებისმიერი მასიური ობიექტი, თავისი ძლიერი გრავიტაციით მახლობლად მოძრავი სხივის ტრაექტორიას ამრუდებს და ე.წ. გრავიტაციულ ლინზირებას იწვევს. ვარსკვლავური გროვა საკმაოდ ელვარე ობიექტია, ამიტომ ლინზირების დაფიქსირება ძალიან ძნელია, თუმცა მისი საშუალებით სივრცეში ბნელი მატერიის გადანაწილების დადგენაა შესაძლებელი. ტელესკოპ SDSS(სამყაროს 3D რუქა)-ით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ბნელი მატერიის, გალაქტიკების მიმართ მდებარეობის კომპიუტერული მოდელირება გააკეთეს.
ბნელი მატერიის პირდაპირი დანახვა შეუძლებელია, ის არ ასხივებს ელ.მაგნიტურ ტალღებს და არ ურთიერთქმედებს მათთან. მეცნიერები სხვა და სხვა ნაირად ცდილობენ ბნელი მატერიის ახსნას, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს პრაქტიკული მტკიცებულებების მოპოვებას(ბნელი ენერგია).